მოკლედ, დიდი ხანია 21-ე საუკუნის კალამი ხელში არ დამიჭერია, ანუ კომპიუტერის კლავიატურასთან საწერად არ დავმჯდარვარ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩემს გარშემო იმდენი კარგი რამ მოხდა, რომ არ შემეძლო ეს თქვენთვის არ გამეზიარებინა..,
პირველ რიგში რაც ახლო წარსულში ყველაზე განსაკუთრებულ ემოციად მახსენდება ეს არის ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას წყალობით შეიძლება ითქვას უკვე ათეული წელია ხობის სავიზიტო ბარათად იქცა.
თავს არ შეგაწყენთ ფესტივალის დაფუძნებისა და მისი მიზნების შესახებ საუბრით, რადგან ყველასთვის ცნობილია ამ საშვილიშვილო საქმის შესახებ, ეს იქნება ხობის მატიანეს ყველაზე ლამაზი გვერდი და ნათელი წერტილი.
დავიწყებ მზადების პროცესით... ეს ყველაზე აზარტული და სასიამოვნოდ დამღლელი საქმეა. ხობი თითქოს ახალი სიცოცხლის მოლოდინშია.
მუშაობა დღისით და თქვენ წარმოიდგინეთ ღამის 1-2 საათამდეც კი, რას ვიზამთ, ასეც ხდებაJ
გათენდა 16 სექტემბერი, ქუჩებში დილიდანვე იგრნობოდა ამაღლებული განწყობა, რაც ფესტივალს მთელი 3 დღე თან ახლავს, ადამიანები ემოციებს ვერ მალავდნენ, დიდი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი სტუმრების მიმართ, რომელთა რეგისტრაციაც დილიდანვე დაიწყო... პარალელურად მიმდინარეობდა ჟურნალიტების აკრედიტაცია, რომელსაც თქვენი მონა-მორჩილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-ცენტრის წარმომადგენელი მე( სალომე ქაჯაია) , თამთა ბუკია და უფროსი როზეტა შულაია უძღვებოდა.
თამთა, როზეტა და სალომე |
16 სექტემბერი. ფესტივალის ოფიციალური გახსნა, რომელიც პროგამით იყო გათვალისწინეული 18 სააათზე სტუმრების წითელ ხალიჩაზე გავლით დაიწყო.
ხობი |
კულტურის სახლის მისაღებში მისულ საზოგადოებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია სპეციალური ყუთები, რომელშიც ფესტივალზე მისულ მაყურებელს შეეძლო საკუთარი შთაბეჭდილება, ემოცია და მომავალი წლისათვის სურვილი გაეზიარებინა.
შთაბეჭდილების ყუთი |
ღონისძიებაზე ადგილობრივი ცეკვისა და ხალხური სიმღერის ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, რომელმაც სტუმრებზე სასიამოვნო შთაბეჭდიელება დატოვა.
ქალთა გუნდი |
ანსამბლი "კოლხეთი" |
ანსამბლი "კოლხეთი" და ნინო გოთოშია |
საღამოს კულმინაცია ხობის საპატიო მოქალაქეების დასახელება იყო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ წარუდგინა
ხობის საპატიო მოქალაქეები: მარინა მიქაძე, ანზორ ერქომაიშვილი,ვახტანგ როდონაია, ემირ ბურჯანაძე,სერგო კენჭაძე, გომარ სიხარულიძე, თემურ ბოჯგუა და გოდერძი ბუკია |
ფესტივალის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიესალმა და სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
17 სექტემბერი. ხობში დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები სიმღერაში, ჭიდაობაში, ცეკვასა თუ სხვა სახეობებში. მოეწყო საფესტივალოდ გამოცემული საიუბილეო მასალების პრეზენტაცია. ძუკუ ლოლუას სახელობის მეგრული სიმღერების მუზეუმში ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია.
მეგრული სიმღერების პატრიარქად წოდებული ძუკუ ლოლუას სახელობის მეგრული სიმღერების მუზეუმი |
20 საათზე ხეთის თეატრონში ანსამბლ „გორდელას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის წამყვანებადაც ლია მიქაძე და თამაზ ნათაძე მოგვევლინნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელმა, ბელორუსმა, აზერბაიჯანელმა, რუსმა და სომეხმა მომღერლებმა მიიღეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო უცხოელი მომღერლების მიერ უაქცენტოდ შესრულებული მეგრული სიმღერები, რომლებმაც მაყურებელზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ფესტივალიც ხომ სწორედ ამ საქმეს ემსახურება.
უმშვენიერესი ფიქრია მამფორია ნანა დაუშვილის სიმღერით "მაფშალია" |
სომეხი მომღერალი ევა რივასი |
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთა ერთად შეუერთდნენ.
ღონისძიების შემდეგ მასპინძელმა სტუმრების გაოცება პაპანწყვირეს ტბაზე, ულამაზესი ბუნების ქვეშ გაშლილი მეგრული სუფრით შეძლო.
18 სექტემბერი - ფესტივალის ბოლო დღე. ხობის ცენტრალურ სტადიონზე ქართული ფეხბურთის ლეგენდების ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ასევე ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილუ უძღვებოდა. ღონისძიებას ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად უამრავი მაყურებელი ესწრებოდა.
20 საათზე კი ფესტივალის დახურვის გრანდიოზული გალა-კონცერტი დაიწყო, რომელზეც წარმოდგენილი იყო სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი მეგრული სიმღერები ქართველი თუ საერთაშორისო მომღერლების შესრულებით. დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო საფინალო სიმღერა „ხობი“, რომელიც ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ დამფუძნებელმა და სულისჩამდგმელმა გოდერძი ბუკიამ მომღერლებთან ერთად უზარმაზარი ფეიერვერკის ფონზე შეასრულა.
ფესტივალი და ის სიტუაცია, რითაც ხობი ფეტივალიდან ფესტივალამდე ცხოვრობს 2 წლით გემშვიდობებათ, შევხვდებით მომავალ 2013 წელს და წარმოგიდგენთ პროგრამას - „მზიური და მზიურელები“.
მომავალ შეხვედრამდე...