суббота, 23 марта 2013 г.

სიხარული, რომელიც ტკივილმა მისაჩუქრა

დილა ადრიან ავდექი იმისთვის, რომ დამეწერა, ეს ის ემოციაა რომელმაც არ მომცა ძილის საშუალება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
აი, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ გუშინდელი დღით, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ახალ საფეხურს და  ჩემი წარმატების კედელს კიდევ ერთი აგური დაემატა.
საუბარია ჩემს კიდევ ერთ ახალ, ძალიან თბილ „ოჯახზე“, რომელსაც ბანკი „კონსტანტა“ ჰქვია.

თუმცა ჯობია ამის შესახებ თავიდან მოვყვე J
2013 წლის 9 იანვრიდან  „კეთილი“ ადამიანების წყალობით, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ძალიან დიდი ტკივილით სავსე დღეები, რომლის გახსენებაზეც დღესაც არ შემიძლია ცრემლების შეკავება და ძალიან გთხოვთ ნუ დამძრახავთ, უბრალოდ ეს ჩემი ტკივილია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოვერიე. ამ პერიოდში ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ჩემი „გული“ ადამიანების პარალელურად, გამოჩნდნენ  სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერით,  თბილი დამოკიდებულებითა და გამამხნევებელი წერილებით  მოახერხეს, რომ  იმ დღეებში თავი მეგრძნო ადამიანად და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ.
ამ რთულ პერიოდში, მართალია ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც, შემატყობინეს ბანკში არსებული ვაკანსიის შესახებ, რომელსაც ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებით მივუდექი, რადგან შემოთავაზება მიღებული მქონდა ახალი სამსახურიდან და ფაქტიურად დათანხმებულიც ვიყავი, თუმცა ვიფიქრე, რომ რადგან ღმერთმა ინება რომ გამეგო ამ ვაკანსიის შესახებ, ვცდი იქნებ გამომივიდესთქო, „იქნებ“ იმიტომ რომ  ჩემი პროფესიიდან და სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე ბანკი ჩემთვის იყო აბსოლუტურად სხვა განზომილება, თურმე უნდა სცადო ყველაფერი  რისი შანსიც  ცხოვრებაში მოგეცემა J
სიმბოლური აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ახალი სამსახურისთვის წინასამზადისი პერიოდი ახლაც  ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა. რატომღაც ეს ფაქტი ძალიან მამხნევებდა და ვფიქრობდი  ყოველივე  ეს ისე არ ხდებათქო.
ახალი საბრძოლო ეტაპიც დაიწყო, თუმცა არც ისე საბრძოლო განწყობით, რადგან სიმართლე გითხრათ ისე ვიყავი, რომ უბრალოდ ცხოვრების დინებას გავყევი. შედგა  შესარჩევი ტესტირება, რასაც შემდეგ გასაუბრება მოყვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა წარმატებით გავიარე. რამდენიმე დღის შემდეგ  დამირეკეს და შემატყობინეს რომ შერჩეული ვიყავი შესაბამის პოზიციაზე, აი, სწორედ ამ დღეს  განათდა მთელი ამ განსაცდელის პერიოდში.  მივხვდი, რომ წარმატება ახლოს იყო და ახლა უბრალოდ ცხოვრების დინებაზე გაყოლა არაფერს არ მარგებდა, საჭირო იყო მიზანდასახულობა.
დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი, რასაც ბუნებრივია მოყვა ადამიანების სრულიად ახალი გარემოცვა.  შევიკრიბეთ სტაჟიორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.



და დაიწყო სწავლება...
                      
ძალიან თბილად მახსენდება ბავშვებო მთელი ეს პერიოდი,  ფაქტია ძალიან  გვინდოდა „დონეები“ ვყოფილიყავითJ)), აი რამდენად გამოვიდა ეგ არ ვიცი:))) არასოდეს დამავიწყდება  "კონსტანტას" უგემრიელესი ლიმნის ჩაი და ტერმინი "ხოოხ"–ის ქვეშ მუდამ თქვენ გამახსენდებით :))) ძალიან მიყვარხართ და მოკლედ ერთხმანეთს ვხვდებით "ცნობილ" კომუნიკატორში:))) 
ამ  ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებდა ტრენერების ჩვენს მიმართ მეგობრული და ძალიან თბილი დამოკიდებულება, ეკა და ნატუკა ძალიან გვიყვარხართ <3 ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ <3
ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ჩემს "მასწავლებლებს" ბანკი "კონსტანტას" დიდუბის ფილიალის თანამშრომლებს:  ქეთი, სალოო, თიკო, მარიკა, ნანა, იმედი მაქვს გასახელებთ :) მომენატრებით :*
ესეც ასეე, 22 მარტს დასრულდა დღე, რომელსაც მთელი ეს პერიოდი სულმოუთმენლად ველოდი, გამოცდა ჩავაბარე და 25 მარტიდან ახალი შემართებითა და ახალი ენერგიით   წინ ახალი "ოჯახისკენ". 
 მე გამომივიდა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს არის ტკივილით გამოწვეული ბედნიერება, რომლის გახსენებაზეც ისევ ...

четверг, 10 января 2013 г.

2009-2012 წლის სასიამოვნო მოგონებები და ადამიანები, რომლებიც მუდმივად ჩემს გულში დარჩებიან

       როგორც ცნობილია, მემუარები ეს არის ჟანრი, სადაც ავტორი ზუსტი თარიღებით იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებსა და მასში მონაწილე ადამიანების მკაფიო დახასიათებას. მართალია, ვერ  ვიფიქრებდი ასე ადრე თუ მომიწევდა ამაზე საუბარი, მაგრამ არაუშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამ  შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ულამაზეს წლებზე, რომელიც უკავშირდება ხობის მუნუციპალიეტის გამგეობას. რამდენად ზუსტად გავიხსენებ თარიღებს ეგ საეჭვოა, მაგრამ ამ მოვლენათა ეპიცენტრში მოხვედრილ ადამიანებს დახასიათების გარეშე რომ ვერ დავტოვებ ეგ ფაქტია. მაშ ასე, დავიწყებ...
         ჩემი კარიერის პირველი საფეხურები:
   2009 წლის 19 იანვარია, ნათლისღების დღე, ეს თარიღი ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად ჩემთვის სიმბოლურიცაა, რადგან ჩემი სამსახურებრივი კარიერის დაწყება სწორედ ამ დღეს უკავშირდება. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პერიოდი, როცა უმაღლესი სასწავლებელი ერთი წლის დამთავრებული მაქვს და სამსახურის მოლოდინში ვცხოვრობდი თბილისში, ამ ერთმა წელიწადმა კი  დაპირებებსა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ გამოძახების მოლოდინში ისე სწრაფად გაიარა, რომ ვერც ვიგრძენი, ხობში უბრალოდ საახალწლოდ ვიყავი ჩამოსული და სწორედ ნათლისღების მეორე დღეს ვაპირებდი თბილისში დაბრუნებას. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა იმ დღეს ღამისთევით აღევლინა, სადაც ღვთის ნებით მე საშუალება მომეცა სულისა და ხორცის საკურნებელი მიმეღო. (დიდება უფალს) წირვიდან მობრუნებულს რა თქმა უნდა ღრმა ძილს მივეცი თავი, თუმცა დილის 11 საათზე მაღვიძებს დედაჩემის ტელეფონის ზარი, რომელმაც მითხრა რომ გარეთ მელოდებიან. თავს არ შეგაწყენთ ამ ამბის დეტალებში მოყოლით, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელმაც მე დახმარების ხელი გამომიწოდა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელე „სალომე ქაჯაია“ „შექმნა“, ეს არის იგორ ტყებუჩავა. მჯერა, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, ბატონმა იგორმა, რომელიც ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო, არის და იქნება, სწორედ უფლის ნებით დაიმკვიდრა თავი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მაშინ ჩემთვის გამოწვდილი დახმარების ხელი ალბათ დღეს მე  ხობში არ  ვიქნებოდი და ამ დღიურის მთავარი გმირები ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები არ იქნებოდნენ. ამისათვის, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო იგორ. თქვენ იყავით ჩემი პირველი „მწვრთნელი“, ცოტა მკაცრიც, თუმცა ალბათ ესეც საჭირო იყო. თქვენი მონდომება, რომ მე საჯარო სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად „გავწვრთნილიყავი“ ვფიქრობ გამართლდა. მიუხედავად,  ჩვენს შორის არსებული გარკვეული „უთხანხმოებისა“, რომელზეც ახლა უბრალოდ მეღიმება, თუმცა მაშინ ძალიან მტკიოდა, თქვენთან ურთიერთობის ყველა დეტალი  სასიამოვნოდ მაგონდება. "რომ არა თქვენ"... ეს ის სიტყვებია, რომელიც ძალიან ბევრი აზრით შეიძლება დავასრულო და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.
იგორ ტყებუჩავა
       ბაია რამიშვილი - ეს არის ადამიანი, რომელთანაც სამუშაო დროის 8 საათს ვატარებდი (მაშინ შესვენებაზე საერთოდ არ გავდიოდი)J იმ პერიოდებში როცა საუბარი იყო ბატონი იგორის გამგებლად დანიშვნაზე, ხშირად მესმოდა სახელი ბაია, რომელიც ცხოვრებაში საერთოდ  არ მყავდა ნანახი.
          მახსოვს გამგეობაში მისვლის პირველი დღე. ბაი, ცისფერი ზედა გეცვა, ცისფერი მძივი გეკეთა და ცისფერივე თვალებით ანათებდი. რამდენი სითბო და თბილი სიტყვა გავიხსენო შენგან, ამისთვის ეს ფურცლები არ მეყოფა, წერისას რომ ვიხსენებ თან მეღიმება და თან მეტირება. „მურეე ჩქიმ ცხოვრება?“ - სულ ეს სიტყვები ჩამესმის ოღონდ შენი ინტონაციით L რამდენი „ჭირ-ვარამი“ გადაგვიტანია ერთად. იმ პერიოდში და მერეც შენ იყავი ჩემი ტკივილისა და სიხარულის პირველი გამზიარებელი. ბევრის წერა არ შემიძლია ვხვდები, მოკლედ გეტყვი, აი ძალინ, ძალიან მიყვარხარ ბაი და ძალიან გაფასებ. შენ ხარ ლეგენდარული  საჯარო მოხელე,  შენ შენი ადამიანობითა და ერთგულებით დაამტკიცე ეს და ამის დასტურია ის, რომ დღეს მეექვსე გამგებლის სამსახურში ხარ. მიყვარხარ <3 არ შემიძლია რომანი კომენტარის გარეშე დავტოვო, ბატონო რომან, ძალიან მაგარი ადამიანი ხართ!
ბაია და რომანისთან ერთად
     ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი მაშინდელი ააპარატის უფროსის გიორგი კობახიძისა (გვადი) და ბაქარი შონიას შესახებ. როგორ შეიძლება არ აღვნიშნო მათი ღვაწლი ჩემს პროფესიულ ზრდაში, მითუმეტეს, მაშინ ვიყავი წამყვანი სპეციალისტი კადრებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების საკითხებში, ეს არ იყო უშუალოდ ჩემი პროფესია, თუმცა საქმისწარმოების გარკვეული გამოცდილება მომყვებოდა წინა სამსახურიდან (შპს „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“).  სამსახურში ჩემი ოფიციალურად მისვლის დღეს, ჩემმა უფროსმა (გვადიმ) საკუთარ თავზე აიღო თანამშრომელთა გაცნობა და სამივე სართულის ოთახები მოვიარეთ, ერთმა ოთახმა კი დამღუპა, მაგრამ ამასაც არაუშავს, გამოსწორებადიაJ)) მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა გია შენ, შენ ჩემი პირველი სამსახურის უფროსის სტატუსი გაქვს და რა ვქნა J რაც შეეხება ბაქარის, არ შეიძლება ამ ადამიანზე უბრალოდ გაიფიქრო და არ გაგეღიმოს, ეს არის ადამიანი-განწყობა, ბაქრო ძაან მაგარი ხარ!!! ვერ ვიხსენებ კარგად შენს სიტყვებს „ჩქიმ ჯაშა ეშულას“ თაობაზე, თორემ დავწერდი J მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კომენტარი რაიმე ახლის შენაძენზე „მუქ დოიდოხოდუ სალომე “ J)))))))
სათითაოდ რომ მივყვე ალბათ ძალიან შორს წამიყვანს, ამიტომ ცოტას "დავპატარავდები"...
ვერ ავუვლი გვერდს  გამგებლის მოადგილეებს.
ბატონი გია გაწერელია, რომელთანაც ფაქტიურად გაცნობისა და დაახლოების შესაძლებლობა ძალიან ცოტა ხანი მოგვეცა, თუმცა ბატონო გია, იმ  მცირე დროში თქვენი ადამიანური ურთიერთობებით  მოახერხეთ ის, რომ თქვენი სამსახურიდან წასვლისას ჩვენ ტკივილი დაგვიტოვეთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, თქვენი გამამხნევებელი და მხარდასაჭერი წერილებიც ბევრი გვახსოვს, გაიხარეთ.
ბატონი რამაზი კვარაცხელია, რომელთანაც კიდევ უფრო ცოტა ხანი მომიწია თანამშრომლობა, თუმცა ბატონო რამაზ, თქვენ იყავით ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც აღდგომიდან ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში  მესალმებოდით სიტყვებით - „ქრისტე აღსდგა!“, „ჭეშმარიტად აღსდგა!“, ნუ რომელიც დავასწრებდით ეგ იყო, მთავარია არც ერთს არ გვავიწყდებოდა J
მას შემდეგ იყო ქალბატონი რალა ჩემია. ქალბატონო რალა თქვენ ჩემთვის ხართ სამაგალითო დამცველი მეუღლის გვარისა. ბევრჯერ მინატრია ნეტა ბელაც ასე ფიქრობდესთქო ქაჯაიებზე J გაიხარეთ ქალბატონო რალა, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად, ქაჯაიები გვიმრავლოს ღმერთმა J
როგორ გამოვტოვებ ჩემს კიდევ ერთ უშუალო უფროსს ლალა წულაიას. ლალ ძალიან დიდი ადამიანი ხარ ჩემთვის, ძალიან გაფასებ და მიყვარხართ მთელი ოჯახით, ზაზას მიმართ სიყვარული დედისგან გადმომედო და რა ვქნა, love you :*
იყო პერიოდი, როდესაც ხობის მუნიციპალიტეტი განსაცდელის ჟამს იდგა, თუმცა ღვთის წყალობით დღეს ყველაფერი თავის ადგილზეა.
ამ პერიოდში ხობის მუნიციპალიტეტს სათავეში ჩაუდა ახალგაზრდა კადრი, ხობის ისტორიაში ყველაზე ახალაზრდა გამგებელი გოგა ღურწკაია, რომელმაც მისი ერთწლიანი მოღვაწეობით ხობელთა გულებში ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დატოვა. ეს არის პერიოდი, რომელსაც უკავშირდება ძალიან ბევრი ლამაზი, ახალგაზრდული სულით ანთებული და კიდევ „რაღაცნაირად კარგი“ დღეები.  გაიხარეთ ბატონო გოგა თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
ამ პერიოდში გამგებელს მოადგილეობას უწევდნენ ბატონი რევაზ წულაია და მურთაზ ბოკუჩავა. ბატონი რევაზი არ იყო ნამდვილად ჩემთვის ახალი სახე, რადგან მისი შვილი ირაკლი ჩემი და დათოს მეგობარია. ძალიან ბევრი დადებითი მახსენდება თქვენთან დაკავშირებით და მადლობას გიხდით ამისთვის ბატონო რევაზ. რაც შეეხება ბატონ მურთაზს, ის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სრულიად ხობისთვის იყო ახალი სახე. ამ ადამიანს თავისი უშუალო დამოკიდებულებით  ვისაც მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონია ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა მისი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ზედმეტად პასუხისმგებლური დამოკიდებულებით. ბატონო მურთაზ ძალიან დიდი ადამიანი ხართ და ძალიან გაფასებთ.
რაც შეეხება მესამე მოადგილეს, მათ კოჰორტას მოგვიანებით შეუერთდა ბესო ნაჭყებია, რომელიც მანამდე აპარატს ხელმძღვანელობდა. ბესო არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ულამაზესი ოჯახი. ინგა მომენატრე სხვათაშორის L ღმერთმა გაგახაროთ.
დადგა ჯერი ვისაუბრო ამ სამსახურში ჩემს უკანასკნელ სამსახურის უფროსზე, ეს არის ზვიად ბუკია, ოღონდ ამ ადამიანის დასახასიათებლად სიტყვების ზე-აღმატებით ხარისში აყვანა დამჭირდება. ზვიად, შენ ხარ ადამიანი, რომელიც  ყოველდღე ახერხებდი ჩვენს გაოცებას შენი მრავალფუნქციური და მაღალკვალიფიციური განათლებით, მე ვგრძნობდი რომ ჩემი უფროსის სახით სამსახურში მყავდა ძალიან დიდი საყრდენი ძალა, რომელთანაც მე ვიწრთვნებოდი, ჩემს მიერ დაშვებული თითოეული შეცდომა, რომელსაც შენ მისწორებდი, ჩემთვის  იყო გაკვეთილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ამისათვის და კიდევ ძალიან ბევრი რამისთვის, რომელიც უბრალოდ მახსენდება, გიხდი ძალიან დიდ მადლობას.  უდიდეს ბედნიერებას გისურვებ, რომელსაც შენ ნამდვილად იმსახურებ. ძალიან მალე გეთქვას, რომ ამ სიყვარულისთვის ღირდა ლოდინიო. კიდევ ერთხელ მადლობა ზვიად.
    მოვედი ჩემს გოგოებამდე :*** სალო <3, კატი, თეო, ირაა,  მანოო, ძალიან მაგარი ადამიანები ხართ, ჩემს გულში ხართ <3 უამრავი სითბო და სიყვარული მიმაქვს თქვენგან, ასევე ხათუ, ჯენეტ, ჟოზე, ნონა, ნინო, ჟანა, ელზა, როზეტა, მადლობა თქვენ.
       თამუ, ნინო, თამთა - თქვენ ცალკე დაგელაპარაკებით ;)))))
არასრული წარმომადგენლობით
   ბიჭებოოოო -  როგორ შეიძლება ბიჭების თემა არ დავიწყო ჯგერეთი :) ამ ადამიანმა სამსახურში მოსვლის პირველივე დღიდან თავისი როხროხა ხმითა და მუდამ ენერგიული განწყობით მოახერხა ჩვენს შორის მეგობრული ძაფის გაბმა, რომელიც დღესაც გრძელდება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება. 
ირაკლი - ფაქტიურად ჩემთვის სამსახური და შენ ერთმანეთთან ასოციაციაში ხართ, მიხარია და ამაყი ვარ, რომ ვებ-გვერდის განახლებისთვის ჩვენ ერთად გადავდგით საფეხურები, ერთად შევქმენით გარკვეული დროის ხობის ისტორია. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ...
ლადო ბუკია, აი არ ვიცი როგორი სიტყვებით შევაფასო ლადო შენი ადამიანობა, მოკლედ გეტყვი, ძალიან დიდი ადამიანი ხარ ჩემთვის და ძალიან გაფასებ, შენი მსგავსი ადამიანები რომ არსებობდნენ ხობში,  სიკეთის ქალაქი იქნებოდა. გახარებული მენახე მუდამ შენს ოჯახთან ერთად. 
პაპუნა, "ყანიკოო",  "ჭკვერიკო", გოგა, ალიკა, ჯაბა, იკა, დაჩი, თემო, პაატა, გიგა, დათო, ლადო, ზაზა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გიხსენებთ და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მიტივტივებს თავში, რამდენი მხიარული დღეები  გამოგვივლია ერთად, მაგრები ხართ ბიჭეოოო!!! 
არასრული შემადგენლობით
ბატონო ანტონ, ბატონო ანატოლ, ძალიან გაფასებთ, არასოდეს არ დავივიწყებ თქვენს მონდომებას ჩემი ბედნიერებისთვის :)) გაიხარეთ... თითოეული თქვენგანის გახსენებაზე ერთი გუნდის მუშაობის პრინციპი მიტრიალებს თავში, კარგი დრო იყო ნამდვილად. 
ქალბატონო ჯული, როგორ შეიძლება დამავიწყდეს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის ყველაზე ლამაზი პროექტი "მღერიან საჯარო მოხელეები" და ასევე, ის განუხორციელებელი პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მონდომებით ქმნიდით, რამდენი  ხანი ველოდით და სამწუხაროდ მოლოდინად დამრჩა :( და კიდევ უამრავი რამ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

           ნანა ბუკია - ყველაზე კარგად მახსოვს  შენს ერთ-ერთ პროექტში ჟიურის წევრობა, აი, ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ, რამდენი  კარგი ადამიანი გავიცანი იმ დღეებში. რა დამავიწყებს "პატრიოტს", იქ რომ ბავშვები გავიცანი მარტო ამისთვის გმადლობდე იქნება ნა მთელი ცხოვრება. ასევე, იყო უამრავი  პროექტი თუ ექსკურსია, რომლის აქტიური დამკვირვებელი ან უბრალოდ თანამონაწილე ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ნაა <3 ლევან, მაკა, ბატონო გოგიტა, ყველანი ძალიან მიყვარხართ.
სოციალური სამსახური - ქალბარონო შორენა, ქალბატონო მზია ქალბატონო ცინარა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მიერ გამოხატული სითბოსთვის, ქალბატონო შორენა თქვენი კომპლიმენტები არასოდეს დამავიწყდება :) ბატონო ვოვა, ძალიან დიდ პატივს გცემთ. გაიხარეთ.
საფინანსო სამსახური - ძალიან დიდი მადლობა ყველას, ასევე ძალიან დიდი მადლობა ეკონომიკის ქალბატონებს, ქალბატონო მარინა, ქალბატონო ლამზირა, ნანა :) სასიამოვნო მოგონებები მიმყვება, გაიხარეთ.
რაც შეეხება სოფლის რწმუნებულებს, მეღიმება, რადგან ჩვენ ერთი გზა გავიზიარეთ და დარწმუნებული ვარ ისინიც ანლოგიურ სიტუაციაში არიან, ყველას გიგონებთ ძალიან თბილად და ტკბილად, თქვენი სახით მე ერთ თანატოლთან ერთად ძალიან ბევრი უფროსი მეგობარი შევიძინე, წარმატებებს გისურვებთ ყველას.
როგორ გამოვტოვო  პროფკავშირების დედოფალი დინა, რომელიც უამრავი ლამაზი საღამოსა და ჩემი ცხოვრების ისტორიაში დაუვიწყარი დღეების ავტორია. სარვამარტო  და საახალწლო საღამოები ყოველ წელს, ექსკურსიები კახეთში, სვანეთში, ახალციხეში და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა დინა შენ.
სვანეთი 2010
                                   
კახეთი 2011 
ახალციხე 2012
  ასევე, აქ მუშაობის პერიოდში მოვესწარი ხობის სავიზიტო ბარათის, ხობელთათვის ყველაზე  დიდი დღესასწაულის  ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზეს" ორჯერ  ჩატარებას. ეს არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა გამეცნო და დავახლოებოდი საზოგადოების სხვადასხვა მოღვაწეებს, მომღერლებსა და სახელოვან ჟურნალისტებს. ამ და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დებუტატს ბატონ გოდერძი ბუკიას.
ხობი -ფესტივალის ქალაქი
   დიდი მოკითხვა და ჩემი კეთილი სალამი ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს: ნარიდ, ხვიჩა, ზაზა, რომეო, ჭაბუკა, გენადი და რა თქმა უნდა ბატონი ვალერი,  ძალიან დიდი პატივს გცემთ.
   ასევე ჩემი კეთილი სალამი და მოკითხვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს, თქვენთანაც ძალიან ლამაზი დღეების თანაზიარი ვიყავი. გაიხარეთ...

    კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების ამ ფურცლის მთავარი გმირები, რომლებმაც ძალიან დიდი ადგილი დაიკავეთ  ჩემს გულში.
მიყვარხართ ...
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა




пятница, 4 января 2013 г.

ანგელოზები ცხოვრებაშიც არსებობენ


   წლებია მინდა დავწერო რაღაც ერთ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, მაგრამ თავი ავარიდე ყოველთვის იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ მოვძებნე შესაფერისი სიტყვები, რითაც უნდა აღმეწერა მისი ფასი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად სიტყვების არქონისა, ემოცია და განწყობა, რომელიც დღეს მაქვს არ მაძლევს საშუალებას ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვა მასზე.
   დღეს მქონდა მარტოობის ერთი დღე, რომელიც სახლში, სითბოში, ლარა ფაბიანის მუსიკასთან ერთად გავატარე. მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდისა ამ დღემ მომცა ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება და სწორედ ამიტომ  მომეძალა წერის სურვილი, ამ მყუდრო და დღევანდელი დღისთვის საკმარისად სასიამოვნო გარემოს წუთი-წუთზე დათო დამირღვევს, რომელიც ბათუმიდან მოდის სიყვარულით სავსე J.
   ძალიან ბევრმა ხობში არ იცის რომ მე დათოსთან ერთად, რომელიც ჩემი ტყუპისცალია, მყავს უფროსი და ნანა, რომელიც ზუგდიდში დაიბადა და  გაიზარდა, ამიტომ ხობში ნაკლებად ან საერთოდ არ იციან მისი სახელი.  თქვენ კი არა და ბავშვობაში მე და დათოსაც ნანა ჩემი დეიდაშვილების და გვეგონა, მაგრამ არა დეიდაშვილიJ, რადგან ფაქტიურად მათთან ერთად იზრდებოდა და ცხოვრობდა, უფრო სწორედ ისინი არიან ნანას გაზრდილები;) რადგან ნანა ყველაზე უფროსი შვილიშვილია დედის მხრიდან.
   ნანა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, სასწავლო კურსის ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა დეიდასთან, ამიტომ მაინცდამაინც ხშირი ურთიერთობა არ გვქონია. ის ხობის დიდი სიყვარულითაც არ გამოირჩეოდა, რომ ზაფხულობით მაინც ჩამოსულიყო და ის პერიოდი მაინც ვყოფილიყავით ერთად. დაახლოების წელი და იმის გააზრება რომ ნანა ნამდვილად ჩვენი დაა, და არა ჩვენი დედაშვილების, მე და დათომ დავიწყეთ ნანას აბიტურიენტობის წლებში, ეს ის პერიოდია, როცა ბელას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩვენ სასწავლებლად თბილისში მოგვიწია წასვლა და მთელი ამ წლების მანძილზე პირველად დავამთხვიეთ ერთად ცხოვრების თვეებიJ ფაქტიურად ეს იყო ჩვენი დაახლოების პირველი ეტაპი, ჩვენი დადებითი და უარყოფითის გაცნობის, ძალიან ბევრი რამ მახსენდება ამ პერიოდთან, რომელიც სასიამოვნო ღიმილის მომგვრელია <3 მას მერე, ანუ ნანას სტუდენტობის პერიოდში თუ რამე დღესასწაული იყო ყველაფერს თბილისში ვატარებდით ნანასთან ერთად, რა თქმა უნდა ახალი წლის ჩათვლით. მიუხედავად ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობისა ის  ყოველთვის თავს მაგრძნობინებდა მის თანატოლად, ან თვითონ ხდებოდა ჩემხელა ალბათ. ცხოვრებაში არ მახსენდება ოდნავ მაინც რამე მწყენოდეს მისგან.
   ამის მერე ჩვენც „ოდნავ“ გავიზარდეთ და დადგა ჩვენს ცხოვრებაში მაშინ ჩვენი სასიძოს  და ახლა უკვე სიძის, თენგოს გაცნობის დროც, თუმცა „ადრინდელებსაც“ ვიცნობდით  და სიხარულით ვგულშემატკივრობდით ხოლმე. როგორც ჩანს ყველაზე დიდი ინტერესი ნანაში თენგომ გამოიწვია, რადგან დღეს სწორედ მის უღელშია შებმული და ორივე ერთად ორ ჩემთვის ყველაზე ნათელს, ყველაზე ძვირფასს, ლიზი და ბარბარეს ეზიდებიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს მესამეც ჩაერთვება მათი და ჩვენი ცხოვრების ფერხულში.


   ბევრი რა გავაგრძელო, არ მინდა ზედმეტად სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ რაღაცნაირად გამომდის, ეს ალბათ ასაკობრივია, თორემ ასეთი არ ვიყავიJ
    ე.ი. როცა რამე მიჭირს, ან თუ რამე ხდება ჩემს გარშემო, რომელიც ჩემს განწყობაზე ცუდად აისახება, ნანა არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში რომელიც ყველაზე დადებითად მოქმედებს ჩემს განწყობაზე, ალბათ არ შეიძლება ურთიერთობებს შორის ასეთი ჰარმონია იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ასეა. ალბათ ყველაზე დიდი საგანძური, რომელიც ღმერთს ჩემთვის მოუცია მის მიერ მოჩენილ ანგელოზთან ერთად ეს ნანაა. არ არსებობს სურვილი, რომელიც საკმარისია გავიფიქრო რომ ის არ იყოს შესრულებული ნანას მიერ, თუნდაც ბევრ შემთხვევაში ეს აღემატებოდა მის შესაძლებლობებს. ძალიან ბევრჯერ მას თვისი თავისთვის დაუკლია ძალიან ბევრი რამე, რომ ჩემთვის მოეცა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური, ამ სიტყვებს რომ ვწერ ძალიან ბევრი რამე მიტივტივებს თავში და ვფიქრობ რომელი ერთი დეტალი გამოვყო.
   ამ წერილის წერა დავიწყე დაახლოებით სამი კვირის წინ, როცა უბრალოდ მარტო ვიყავი სახლში. დღეს კი ჩემც ცხოვრებაში დადგა ისეთი დრო, როცა „ხობელებმა“ ჩემი ხობში არსებობა ზედმეტად მიიჩნიეს, თან მიზეზად დამიყოლეს ის, რომ მე „დამცველი“ არ მყავს, ვინც ჩემს უფლებებს მათ საზოგადოებაში დაიცავს და ღირს გამხდის მათ გვერდით მუშაობისას. ჩემი აზრით კი ჩემი მთავარი დამცველი მუდამ ჩემი ადამიანური ღირსება იქნება, რომელიც ბევრ ჩემთვის „კარგად ნაცნობს“ არ აღმოაჩნდა.
   ჩემს ცხოვრებაში ეს არის გზა, რომელსაც ისევ ნანასკენ მივყავარ. სასწაულია, თურმე ღმერთს როგორ ვყვარებივარ და რამხელა წყალობა აქვს ჩემზე გაღებული, რომ მან ნანა  ჩემს ცოვრებაში დაუშვა. მე ისევ შენთან მოვდივარ ნაა <3

суббота, 8 декабря 2012 г.

" 2012 წლის ქრონიკა"


    რამდენი ხანია მინდა დავწერო, მაგრამ ვერა და ვერ მოვუყარე თავი ჩემს ფიქრებს, ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა, რომ თემიდან არ გადამეხვია, მაგრამ მიუხედავად ჩემს გარშემო მომხდარი არც თუ ისე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამბებისა, მაინც ვერ ავუვლი გვერდს ჩემს განცდებს, ჩემს ემოციებს, ფიქრებს, რომელმაც ჩემთვის უჩვეულოდ დიდ ხანს გასტანა ჩემში. 
     ახლა როცა ამას ვწერ, ფონად საოცარი (რომანტიული) მუსიკა მესმის, ალბათ სწორედ ამ მუსიკამ  და მასში აჟღერებულმა სიტყვებმა მოახდინა ჩემში იმ მომენტის ჩაწვეთება, რასაც ბლოგზე ჩემი ემოციის გადმოცემა ჰქვია და რომელიც ზუსტად ერთი წელია არ გამიკეთებია. ფაქტიურად წინა პოსტის დაბადების დღეს ემთხვევა ახალი :)
     დავიწყებ იმ მომენტიდან, როცა ახალი 2012 წელი შემოვიდა, ნუ მაინც სიმბოლური იქნება ალბათ მთელი წლის მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება და მის „წლის ბლოგ-news-ში“ მოქცევა J
     ახალ წელს  სასიამოვნო და მეტად მხიარულ გარემოში შევხვდი. ეს იყო ზუგდიდში, რესტორან „სამეფოში“, სადაც ახალი წლის დადგომასთან ერთად გიოს დაბადების დღეც აღვნიშნეთ.
2012 წელი
მაგიდა N5 რომ ყოფილა ახლა დავაფიქსირე :)
იუბილარი - გიორგი გოგენია
     ამის შემდეგ იყო რამდენიმე "თავისუფალი დღე", ფაქტიურად ზამთრის არდადეგები შეიძლება დავარქვა:)) სადაც მიუხედავად დღისით არსებული ძალიან ბევრი თავისუფალი დროისა ღამის 03:00 საათზე დაგვემართა "ერთჯერადი შეტევა" და მოვაწყვეთ "გასეირნება თოვლში".  თოვლის ეს რაოდენობა პირადად მე დიდი ხანია ხობში არ მახსოვს. ისე კი, ძალიან გავერთეთ
ხობი - ღამის 3 საათზე
გამთენიისას მიღებული შედეგი
     ამის შემდეგ სასიამოვნო დეტალი რაც იყო და რაზეც თანამშრომლებთან ერთად შემიძლია ვთქვა „გახსოვს?“, ეს არის სამსახურში დაბრუნება (გამოძახება), რადგან წლის ბოლოს პირადი განცხადების საფუძველზე ყველანი დროებით ვიყავით „დათხოვნილები“, სწორედ ამიტომ მქონდა "ზამთრის არდადეგები":) მუშაობა ახალ წელთან ერთად დაიწყო არც ისე ახალ, მაგრამ მაინც სახეცვლილ გარემოში, რაც მთავარია მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა ჰქონდა ერთი ხარვეზი, რომელიც აგერ წლის ბოლოს გამოსწორდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ორმაგად სასიამოვნო სამუშაო გარემოა. ჯგუფი კვლავ სრული შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას
მე, ირაკლი და თამთა
     დაახლოებით შობის დღესასწაულისკენ დაიწყო დათოს (ჩემი ძმის) სასიყვარულო ისტორიის „ტრაგიკული დასასრულის“ დასაწყისი J მიუხედავად ჩვენი (ჩემი, მეგობრების, ბოლობოლო მამაჩემის და კიდევ ვინ იცის ვისი) ჩარევისა ამ ამბავს მაინც არაფერი ეშველა და ღმერთმა ბედნიერება ნუ მოუშალოს ჩემს „ყოფილ სარძლოს“... სამაგიეროდ ახლა ბევრად უკეთესი „გოგო“ მყავს :P ტყუილი კი არაა, რაც არ ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის არისო... ხო და ასე...მოკლედ, დათო ისევ შეყვარებულია...
სასწაული სიყვარული იცის ამ ადამიანმა
     შემდეგი  სიახლე ჩემს ცხოვრებაში  ისევ და ისევ სამსახურს უკავშირდება. არ შემიძლია გამოვტოვო "პროფკავშირების" მიერ მოწყობილი კიდევ ერთი ლამაზი საღამო, რომელიც  3 მარტს გაიმართა. ეს იყო ახალი გამგებლის სხვა კუთხით, ერთგვარი გაცნობითი ხასიათის საღამო, რომელმაც ყოველგვარ მოულოდნელობას გადააჭარბა. ეს იყო საღამო, სადაც "უფროსი" და "უმცროსი" ყველა ერთმანეთის თანატოლი იყო. გამგებლის განსაკუთრებულობაც მის მიერ გაკეთებულ საქმეებთან ერთად, სწორედ მის უშუალობაშია, რაშიც არა მხოლოდ თანამშრომლები, არამედ ძალიან ბევრი ხობელი დამეთანხმება. ჩემი აზრით უფროსისგან ასეთი დამოკიდებულება ძალიან დიდი საგანძური და  იშვიათობაა. 
სხვა უფრო მრავლად რომ ვართ ისეთი ვერაფერი ვნახე
     ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ სამსახური ეს არის მეორე სახლი, სადაც ძალიან ძნელია იცხოვრო თუ „მეორე ოჯახის“ წევრების მიმართ რაიმე ნეგატიურს გრძნობ ან განიცდი (მე და თამთამ ეს მომენტი გამოვიარეთ). თუნდაც სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ ვინ არიან შენი „მეორე ოჯახის“ წევრები. ანუ ამით იმ სიახლეზე ვაკეთებ აქცენტს, რომ ჩვენს „ოჯახს“ შემოუერთდა ორი არაჩვეულებრივი წევრი - თამუნა და პაპუნა, რომლებმაც „მამაპაპურ საჭმლებთან“ ერთად თავისებური სიხალისე შემოიტანეს ჩვენს ოჯახში.
თამუნა, ირაკლი და მე
(ლალას ხუმრობა მახსენდება - "სასტავი" იცვლება, ირაკლი არა):))))
ნინო, მე და პაპუნა
     არ შემიძლია არ ვისაუბრო ოჯახის კიდევ ერთ წევრზე, რადგან ფაქტიურად მისი გაცნობის დღიდან დაიწყო ჩემში კუჭ-ნაწლავის ყველაზე "თავხედმა" სინდისმა გაღვიძება, უფრო სწორედ მან გამიღვიძა J ალბათ მიხვდით, ეს არის ნინო, სწორედ მისი გაცნობის შემდეგ იქცა ჩემი ჭამა დღესასწაუად :)) არა რაა,  უნდა მოვყვე: ე.ი. ოთახში გვაქვს ე.წ. cofe-time, სადაც ტრადიციულად ტკბილეულობის-party გვაქვს ხოლმე, შესაბამისად, მეც როგორი სიამოვნებით გეახლებით არ იცით:)) ამ დროს ერთი გაწრიპული, სიფრიფანა  გოგო ზის და ითხოვს, რომ მისთვის განკუთვნილ ყავას შაქარი არ გაუკეთონ, ხოლო ჩემს მიერ გაწვდენილ ტკბილეულზე მეუბნება კატეგორიულ უარს, რადგან ეს არის კალორიული და შესაბამისად, მის წონაზე ცუდად აისახება:))) არ დაგავიწყდეთ იწონის 46 კგ-ს:))) სწორედ ამ დროს ჩემში შეინჯღრა რაღაც, რა დავარქვა ისიც არ ვიცი :))) და ნინოს დახმარებით, გვერდში დგომითა და გამხნევებით დაიწყო დიეტური ცხოვრება, მას მერე  ჩემს ფოტო-ალბომსაც "ახალი სეზონი" დავარქვი.
და აი ისიც :)
     ამ ყველაფერს ქრონოლოგიურად მოსდევს ხათუნას დაბადების დღის აღსანიშნავად ნოქალაქევში პიკნიკზე გასვლა, რომელმაც მიუხედავად ძალიან დიდი ხარვეზისა, აი ხაზს ვუსვამ,  ძააააალიან დიდი ხარვეზისა მაინც კარგად მახსენდება, ეს მაშინ რომ დამეწერა ერთ სულიერს რიონი ვერ გარეცხავდა:))) მაგრამ ახლა წყენამ გადამიარა
party
ესეც კოლექტიური ფოტო :)
     მაისის თვეში კარგი დღეების სიმრავლე იყო აშკარად, რადგან 23 მაისს იყო  თამამად შეიძლება ითვას ჩემს ცხოვრებაში  ერთ-ერთი საუკეთესო დღე, ეს იყო ანაკლიაში - ჩერქეზული დღეების გახსნაზე, მეგზურები გამიგებენ ამ ემოციას:)) რომელი ერთი ეპიზოდი  გამოვყო ამ დღიდან არც ვიცი, "ჩემი ერთ საკითხში ნათლობა?", "ჩვენი ყბა-ჩამოხეული სიცილი არაფერზე?" თუ  საღამოს "დაგვირგვინება", რაშიც თამუნამ გადამარჩინა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობ შენ თამუ :* წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება დამმართნოდა რომ არა შენ:))) 
<3
ზარი "ახლობსლისგან" მახსენდება ამ დროს:))
თითქმის დღის ბოლოს ;)
     შემდეგ მოდის ივნისი. ხო, ანუ მინდა აღვნიშნო, რომ წლის გარვეულ მონაკვეთებში მაქვს კიდევ განსაკუთრებული დღეებიც, რომელიც თეოს (ჩემი ნათლია) დამსახურებაა და იმედია ამ ბედნიერებას მომავალ წელსაც  არ მომაკლებს:) ასეთი დღეები  იყო ივნისშიც, როცა მოვაწყვეთ ერთგვარი გასეირნება  ქუთაისში, სადაც სტუმრობის ძირითად დატვირთვას "ქუთაისური კიევურის"  დაგემოვნება წარმოადგენდა, თუმცა მოწამეთაში - ც შევირბინეთ:) 
გოგენია გვიღებს :) სრული შემადგენლობა არ გამომდის
ესეც ჩვენი "კიევური", რომელიც დათომ მაიონეზის გამო დაიწუნა:))
     Facebook-ის ალბომების ქრონოლოგიას თუ გადავხედავ, მომდევნო ღირშესანიშნაობა ისევ თეოს მიერ მონიჭებული სიხარულია, რომელიც ივლისში კვლავ ჩამოვიდა და მოვახერხეთ week-end-ის მოწყობა.  ამჯერად გეზი  პირველ დღეს ქუთაისისკენ, კერძოდ სათაფლიაში, ხოლო მეორე დღეს  მარტვილისკენ ავიღეთ, სადაც მარტვილის კანიონები და სალხინო დავათვალიერეთ. ეს ის დღეები იყო, როცა სახლში მოსულს ძალიან გამიჭირდა შთაბეჭდილებიდან გამოსვლა.
სათაფლიის გამოქვაბული
სათაფლია
მარტვილის კანიონები
                                     
სალხინო
     ყველაფერ ამას, დაახლოებით  ივლისის შუა რიცხვებიდან ფონად გასდევდა ერთი ჩემთვის უჩვეულოდ სასიამოვნო ამბავი, რომელიც "ამბავადვე" დარჩა, მაგრამ მაშინ ეს იყო სიახლე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისი, რომელმაც ისეთივე სწრაფი დასასრული ჰპოვა, როგორიც განვითარება. 
     ამასობაში დადგა დღე, რომელიც განსაკუთრებულია ჩემთვის და დათოსთვის, ეს არის ჩვენი დაბადების დღე. (მე და დათო ტყუპები ვართ - ვინც არ იცის მათთვის), თუმცა გათენებამდე იყო ამ დღის შემოსვლის ცერემონია, თურმე სიურპრიზი მელოდა, რომელიც ჩემი "გული ადამიანების" მიერ იყო მოწყობილი.
პარალელურ რეჟიმში მოლოცვა "სასიამოვნო ამბის" გმირისგან
     დილა სამუშაო გარემოში, ჩვეულ რეჟმში  დაიწყო, თუმცა არა,  დილას მეზობლის "სასიამოვნოდ" შეშფოთებულმა  ხმამ გამაღვიძა, რომელმაც გაოცებულმა მითხრა ჩემს კარებთან არსებული "უპატრონოდ" მიტოვებული ყვავილების თაიგულის შესახებ:)) ჩემს ადგომამდე ყვავილს თავისი ადგილი ბელამ მიუჩინა :) სამუშაო დღის მერე კი კიდევ ერთი ძალიან ლამაზი, მაგ დროისთვის ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარი და  კვლავ მეგობრების ვიწრო წრე  
                         
ასაკის მიუხედავად ძალიან მომწონს:)))
მერამდენე ტორტი ჩავაქრე არ ვიცი:))
     მეორე დღეს დაიწყო ჩემი შვებულება. დრო არ დაგვიკარგავს ისე  მე, ეკა და თეო  იმ დღესვე  გავეშურეთ ქობულეთისკენ, სადაც 10 საუკეთესო დღე გავატარეთ, გიოს დაბადების დღისა და კიდევ ერთი საღამოს ჩათვლით, რომლის გახსენებაც ფხიზლად "მზარავს":)))
ჩემი ბედნიერება ხალხი
     ჩამოსულზე აღსანიშნავი და კარგად დასამახსოვრებელი იყო აგვისტოს კიდევ ერთი ლამაზი საღამო, ჩემი გიჟი ბავშვის  - მეგის დღეობა. თან მინდა დავამატო, რომ მეგი და ზოგადად ის თაობა რომელიც ახლა ხობში ტრიალებს, სწვალობს, თუ უკვე სტუდენტობს, ასე მგონია ძალიან ჩემები არიან, თითქოს მათთან ერთად ვიზრდები მეც. ესენი არიან ხობელები, რომელთა  დანახვისას მიხარია ხობელობა, ამიტომ ამათ ჩემი ბავშვები ჰქვიათ.
ჩემი გოგოები <3
     გრძელდება ჩემი საშვებულებო დღეები, თუმცა ძალიან პოზიტიურს აგვისტოს ბოლოდან ძალიან ნეგატიური დღეები ჩაენაცვლა. ეს იყო ბებიას გარდაცვალება, სხვა მხრივ მოყენებული შინაგანი ტკივილი თუ სხვა. მეგონა რომ ძლიერი ვიყავი და საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა როცა ფაქტის წინაშე საზოგადოების ჩემთვის  უცნობმა ნაწილმა ცრუ  და გაუგონარი ფაქტებით დამაყენა  ძალიან სუსტი და მარტო აღმოვჩნდი. არ დავმალავ, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ რეალობამ, რომელსაც მე თურმე ოდნავ მოხუჭული თვალით ვუყურებდი გამომაფხიზლა. მადლობა ღმერთს დღეს სხვაგვარად ვუყურებ ამ ყველაფერს. როგორც ამბობენ,  ყველა ადამიანშია სიკეთისა და ბოროტების მარცვალი, მთავარია რომელს მისცემ გაღვივების უფლებას. 
ეს ის პოზიცია იყო, რომელიც უნდა მიმეღო
     არავითრ შემთხვევაში არ გამოვტოვებ მაიას ქორწილს, რომელსაც მთელი წელი სულმოუთმენლად ველოდით
მაია <3 ლერი
     ამ ყველაფერს ფონად გასდევდა წინასაარჩევნო მარათონი, შემდეგ არჩევნები, რომლის შედეგები ყველასთვის ნათელია. ხოლო არჩევნების შემდგომ საჯარო მოხელეების სასიამოვნოდ განტვირთვაზე ვინ იზრუნებდა  თუ არა "პროფკავშირები", რომელმაც კიდევ ერთი ლამაზი, "პროფკავშირების ისტორიაში" დაუვიწყარი დღე ახალციხეში გვაჩუქა.
ახალციზე - რაბათი
     დეკემბრის დასაწყისიდან  პოლიტიკურ ასპარეზზე დაიწყო მოვლენათა კვლავ ნეგატიური განვითარება... 
ახალი იმედებით ველოდები 2013 წლის დადგომას, თუმცა მანამდე 2012 წლის 21 დეკემბერი უნდა გათენდეს:)))

     ესეც ასე... ვიღაცამ შეიძლება მიმანიშნოს, რომ რაღაცეები გამომრჩა, მაგრამ არაუშავს,  შეიძლება ყველაფერი არ გამახსენდა ან უბრალოდ  ასე იყო საჭირო!



                                     




                                         








суббота, 24 декабря 2011 г.

საქარველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი "მეგა 2011"


ე.ი არც ვიცი რით დავიწყო, პირველ რიგში ალბათ მაინც იმით, რომ ძალიან,  ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგა ღურწკაიასა და გამგებლის მოადგილეს  ქალბატონ რალა ჩემიას, რადგან რომ არა ისინი, არც ამ სიუჟეტის ავტორი ვიქნებოდი (თუმცა ეგ დიდი არაფერი) და არც იმ ლამაზი დღეების თვთმხილველი გავხდებოდი, რასაც „მეგა 2011“-სა და განსაკუთრებით „ქართული ბრენდის დღე 2011“-ის დაჯილდოების ცერემონიალი ჰქვია.  
ახლა რაც შეეხება „მეგას“, სიმართლე უნდა ვთქვა და მაპატიეთ :) მე მახსოვდა მეგას გრანდიოზული ცერემონიები, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, წითელი ხალიჩა, მოწვეული სტუმრებისა და ორგანიზატორების მიერ უმაღლეს დონეზე გათვალისწინებული Dress-კოდი და თქვენ წარმოიდგინეთ ლიმუზინის დონეზე მომდგარი მანქანები. მოკლედ როცა აღნიშნული პროექტის მოსაწვევი გადმომცეს თავში ეს კადრები ამომიტივტივდა და ეგრევე დაიბადა კითხვა „რა ჩავიცვა?”:), მაგრამ შემდეგ დალოცვილი google-სა და მიკითხვ-მოკითხვის საშუალებით მივხვდი, რომ ბოლო წლების „მეგა“ დიდი პომპეზურობით არ გამოირჩევა, ამიტომ ე.წ. „სამუშაო ფორმაში“ გამოვეწყვე და დაახლოებით დღის პირველი საათისთვის  თბილისისკენ ხობის მარშრუტიც დაიძრა. 
დანიშნულების ადგილზე, ანუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ზუსტად მოსაწვევზე მითითებულ დროს აღმოვჩნდით. პირველი ემოცია მანქანიდან გადმოსვლამდე და მას შემდეგაც იყო განახლებული აღმაშენებლის გამზრის სილამაზე და დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც შემდეგ მოჰყვა თეატრის ფოიეში ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზატორების მიერ მოწყობილი სტენდი, სადაც გამოფენილი იყო სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი უნიკალური ვიდეო-აუდიო და ლიტერატურული  მასალები.


მაშ ასე, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი „მეგა 2011“, რომლის წამყვანებადაც მომღერალი ნინი შერმადინი და პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე მოგვევლინენ, გახსნილად გამომიცხადებია.
ნინი & ბესო


წამყვანების ტინგიცობისა და პრანჭიაობის მერე პირველი ნომინაციის ჯერი დადგა:
1. ნომინაციაში ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის „მეგა 2011“   ნიკა წულუკიძეს გადაეცა, რომელიც იმ დღეს ფილარმონიაში გამართული „ორერას“ კონცერტის წამყვანი აღმოჩნდა და ჯილდოს აღების შემდეგ სწრაფად დატოვა დარბაზი.

2.  მეორე ნომინაცია იყო თუ არა არ მახსოვს, უფრო სწორედ ვერ მოვუსმინე, მაგრამ ნინის ჩაცმულობაზე რომ უზრუნია ვინმე ფატუნა ბუშიჰედს და ჩემდა გასაოცრად მსოფლიოს (დიდი ექსპერტი ამ საქმეში არც მე ვარ, მაგრამ მაინც, ჩემი აზრია) 60 საუკეთესო დიზაინერთა შორის ყოფილა შესული ეგ გავიგე, თანაც საქართველოში მხოლოდ ნინის ჩაცმულობაზე ზრუნავსო.
ფატუნა ბუშიჰედი
3. ნომინაციაში  "ახალი თაობის ვარსკვავი" დაჯილდოვდა გოგა მესხი
4. "წლის ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად"  კი აბსოლუტურად ღირსეულად "ქენდი მუზიქ - ევროვიზია" დასახელდა
ჯგუფი "ქენდი"
 5. "ქართული სცენის საუკეთესო ბრენდ-მომღერალი" რა თქმა უნდა მერაბ სეფაშვილი გახდა.
6. "მომავლის ვარსკვლავი" 10 წლის თორნიკე ჩუბინიძე გახდა, რომელიც თურმე ბესო ჩუბინიძის "არაფერი" არ ყოფილა:)
თორნიკე ჩუბინიძე
7. ნომინაცია - "ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი" - აი ძალიან მინდა კომენტარის სახით რომ შეიძლებოდეს აქ დადება და საინტერესოა რამდენი მიხვდებით ვინ არის:)) მოდით ინტრიგას ინტრიგადვე დავტოვებ და მხოლოდ სურათს ავტვირთავ, აი სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავწერ, უბრალოდ მაინტერესებს რამდენმა იცით ამ ქალბატონის  შესახებ:) მაგალითად მე პირველად გავიგე და ვნახე:)
8. "წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი" - ნატო გელაშვილი.
9. "წლის რეპერი" - ვინმე "მასტერი"გახდა, (მე ძაან ჩამოვრჩი ეტყობა ქართულ ესტრადას) რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის იმ საქმის დაფასება რასაც ის აკეთებს და რასაც რეპის სიყვარული ჰქვია, წელს 4 კლიპი გადაუღია, მათ შორის ერთ-ერთი ევროპაში და მოკლედ არ გაკვირვებია რაა:))

10. ნომინაციაში "წლის საბავშვო სტუდია" ჯილდო გადაეცათ ნინო ბალახაშვილის სტუდიას "ლურჯა ცხენები". თქვენ წარმოიდგინეთ ამ სტუდიას თურმე  18 წლის არსებობის ისტორია აქვს.
ნინო ბალახაშვილი

"ლურჯა ცხენები"
 11. "საუკეთესო სასცენო იმიჯი" - მარკუს მეტრეველი.

12. ნომინაციაში  „ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“  "მეგა 2011" გადაეცა ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე"-ს დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, საერთაშორისო ფონდი "ხობის" პრეზიდენტსა და ხობის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბატონ  გოდერძი ბუკიას. 

13. "წლის პოპულარული თოქ-შოუ" -  გახდა გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსი", ჯილდო კი მის წამყვანს ნოდარ მელაძეს გადაეცა.


14. "წლის დებიუტი" - ბაია გიორგაძე.

რომელმაც თურმე წამყვანის აზრით ისე კარგად იმღერა, რომ საბოლოოდ გააჩუმა ყველა მისი გამკრიტიკებელი და პირდაღებული დატოვა დარბაზი, (ოღონდ არა მე) ხოლო  ნინი შერმადინმა სცენაზევე მოუხადა ბოდიში გადაცემაში მის მიმართ გამოყენებული ირონიული დამოკიდებულებისთვის. (ეს კი ყოველი შემთხვევისთვის)

15. "წლის საუკეთესო კლიპი"- პაატა თედიაშვილის სიმღერაზე "მესხური"


16. "მომავლის ვარსკვლავი" - ანი ბათიაშვილი გახდა, რომელიც სცენაზე როლიკებით შემოსრიალდა, მართალია დანიშნულებას ვერ ჩავწვდი, თუმცა ეგ არაფერი... (საყვარელი ბავშვი კი იყო, მაგრამ სიმღერაში ისეთ "ლ" იხმარა, მეეჭვება მომავალი ჰქონდეს, რა თქმა უნდა ამ სფეროში ვგულისხმობ )
17. "წლის კომპოზიტორი" - ლილიკო ნემსაძე

18. "ქართული როკის საუკეთესო შემსრულებელი" - კაკო ვაშალომიძე

19. "საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი" - ანსამბლი "უნივერსიტეტი 2" (მართალია შერჩევის პრინციპი არ მესმის, მაგრამ მაინც)

20. "წლის რემიქსი" - ჯგუფი სეიშენი   "სახეს" სიმღერით. (ჯგუფი არასრული შემადგენლობით გამოცხადდა)
21. "წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი" - ეთერ კაკულია. (ვგიჟდები ამ ქალის პირდაპირობაზე და საერთოდ ძაან მიყვარს:) რამდენად პროდუქტიული იყო   როგორც მომღერალი ეგ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კარგი ქალია)
22. "წლის საუკეთესო ვოკალისტი" - ნინი შერმადინი გახდა, რომელიც თურმე საერთოდ არ ელოდა ამ ნომიაციაში გამარჯვებას და გაოცებას ვერ მალავდა:)) კი ბატონო, როგორც მომღერალი  ხელი ამიწევია, აი როგორც წამყვანი, მაპატიეთ, მაგრამ არა, ვერ გავუძელი:)
23. "წლის ყველა თაობის საყვარელი მომღერალი" - ნუგზარ კვაშალი გახდა
24. ნომინაციაში  "წლის აღმოჩენა"  "მეგა 2011" ნინო გოთოშიას გადაეცა, ეს იყო ახალ თაობათა შორის ყველაზე ემოციური გამოსვლა და ნინოსთვის აბსოლუტურად დამსახურებული ჯილდო, პროექტის ავტორმა და წამყვანმა ბესო ჩუბინიძემ  აღნიშნა, რომ ნინო ხობის ფესტივალზე აღმოაჩინა და დამსწრე საზოგადოებას  მოუწოდა, რომ ეს სახელი და გვარი დაემახსოვრებინათ და მეც მჯერა, რომ ნინო გოთოშია, მომავალში ძალიან ბევრს იტყვის ქართულ  შოუბიზნესში (და არა მარტო). 
          ნინო ხობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებული მუსიკალური სტუდიის მოსწავლეა.
   ნინოს  გამოსვლის შემდგეგ სცენაზე კვლავ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია ავიდა და განაცხადა,  რომ ფონდი აგრძელებს ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას და ფესტივალს ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, იგი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს ნინო გოთოშიას, რის შემდეგაც  მაყურებელმა და თავად წამყვანმაც კი ემოცია ვერ დამალა.

25. ნომინაცია "წლის ჩანგალი"- ღონისძიების მთავარ ინტრიგად პროექტის ორგანიზატორმა სწორედ ეს ნომინაცია შემოინახა, მეგა, რომელიც ლალი მაროშკინას სახელს ატარებდა ყველასთვის გასაოცრად ფსიქოლოგ გია ჯაჯანიძეს გადაეცა.
26. "წლის პოპულარული სიმღერა"- "წყაროზე"  ჯგუფი "მირაჟი"
       მოკლედ, რიგით მე-12 მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი "მეგა 2011" , რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას წარმატებით დასრულდა. იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს ქართულ შოუბიზნესში, ეს მართლაც დასაფასებელი საქმეა, რადგან რომ არა ის ენთუზიაზმი, რომელიც პროექტის  ავტორსა და ორგანიზატორს ბესო ჩუბინიძეს გააჩნია "მეგა" უბრალოდ არ იარსებებდა, ან კიდევ დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას.