пятница, 4 января 2013 г.

ანგელოზები ცხოვრებაშიც არსებობენ


   წლებია მინდა დავწერო რაღაც ერთ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, მაგრამ თავი ავარიდე ყოველთვის იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ მოვძებნე შესაფერისი სიტყვები, რითაც უნდა აღმეწერა მისი ფასი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად სიტყვების არქონისა, ემოცია და განწყობა, რომელიც დღეს მაქვს არ მაძლევს საშუალებას ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვა მასზე.
   დღეს მქონდა მარტოობის ერთი დღე, რომელიც სახლში, სითბოში, ლარა ფაბიანის მუსიკასთან ერთად გავატარე. მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდისა ამ დღემ მომცა ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება და სწორედ ამიტომ  მომეძალა წერის სურვილი, ამ მყუდრო და დღევანდელი დღისთვის საკმარისად სასიამოვნო გარემოს წუთი-წუთზე დათო დამირღვევს, რომელიც ბათუმიდან მოდის სიყვარულით სავსე J.
   ძალიან ბევრმა ხობში არ იცის რომ მე დათოსთან ერთად, რომელიც ჩემი ტყუპისცალია, მყავს უფროსი და ნანა, რომელიც ზუგდიდში დაიბადა და  გაიზარდა, ამიტომ ხობში ნაკლებად ან საერთოდ არ იციან მისი სახელი.  თქვენ კი არა და ბავშვობაში მე და დათოსაც ნანა ჩემი დეიდაშვილების და გვეგონა, მაგრამ არა დეიდაშვილიJ, რადგან ფაქტიურად მათთან ერთად იზრდებოდა და ცხოვრობდა, უფრო სწორედ ისინი არიან ნანას გაზრდილები;) რადგან ნანა ყველაზე უფროსი შვილიშვილია დედის მხრიდან.
   ნანა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, სასწავლო კურსის ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობდა დეიდასთან, ამიტომ მაინცდამაინც ხშირი ურთიერთობა არ გვქონია. ის ხობის დიდი სიყვარულითაც არ გამოირჩეოდა, რომ ზაფხულობით მაინც ჩამოსულიყო და ის პერიოდი მაინც ვყოფილიყავით ერთად. დაახლოების წელი და იმის გააზრება რომ ნანა ნამდვილად ჩვენი დაა, და არა ჩვენი დედაშვილების, მე და დათომ დავიწყეთ ნანას აბიტურიენტობის წლებში, ეს ის პერიოდია, როცა ბელას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩვენ სასწავლებლად თბილისში მოგვიწია წასვლა და მთელი ამ წლების მანძილზე პირველად დავამთხვიეთ ერთად ცხოვრების თვეებიJ ფაქტიურად ეს იყო ჩვენი დაახლოების პირველი ეტაპი, ჩვენი დადებითი და უარყოფითის გაცნობის, ძალიან ბევრი რამ მახსენდება ამ პერიოდთან, რომელიც სასიამოვნო ღიმილის მომგვრელია <3 მას მერე, ანუ ნანას სტუდენტობის პერიოდში თუ რამე დღესასწაული იყო ყველაფერს თბილისში ვატარებდით ნანასთან ერთად, რა თქმა უნდა ახალი წლის ჩათვლით. მიუხედავად ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობისა ის  ყოველთვის თავს მაგრძნობინებდა მის თანატოლად, ან თვითონ ხდებოდა ჩემხელა ალბათ. ცხოვრებაში არ მახსენდება ოდნავ მაინც რამე მწყენოდეს მისგან.
   ამის მერე ჩვენც „ოდნავ“ გავიზარდეთ და დადგა ჩვენს ცხოვრებაში მაშინ ჩვენი სასიძოს  და ახლა უკვე სიძის, თენგოს გაცნობის დროც, თუმცა „ადრინდელებსაც“ ვიცნობდით  და სიხარულით ვგულშემატკივრობდით ხოლმე. როგორც ჩანს ყველაზე დიდი ინტერესი ნანაში თენგომ გამოიწვია, რადგან დღეს სწორედ მის უღელშია შებმული და ორივე ერთად ორ ჩემთვის ყველაზე ნათელს, ყველაზე ძვირფასს, ლიზი და ბარბარეს ეზიდებიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს მესამეც ჩაერთვება მათი და ჩვენი ცხოვრების ფერხულში.


   ბევრი რა გავაგრძელო, არ მინდა ზედმეტად სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ რაღაცნაირად გამომდის, ეს ალბათ ასაკობრივია, თორემ ასეთი არ ვიყავიJ
    ე.ი. როცა რამე მიჭირს, ან თუ რამე ხდება ჩემს გარშემო, რომელიც ჩემს განწყობაზე ცუდად აისახება, ნანა არის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში რომელიც ყველაზე დადებითად მოქმედებს ჩემს განწყობაზე, ალბათ არ შეიძლება ურთიერთობებს შორის ასეთი ჰარმონია იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს ასეა. ალბათ ყველაზე დიდი საგანძური, რომელიც ღმერთს ჩემთვის მოუცია მის მიერ მოჩენილ ანგელოზთან ერთად ეს ნანაა. არ არსებობს სურვილი, რომელიც საკმარისია გავიფიქრო რომ ის არ იყოს შესრულებული ნანას მიერ, თუნდაც ბევრ შემთხვევაში ეს აღემატებოდა მის შესაძლებლობებს. ძალიან ბევრჯერ მას თვისი თავისთვის დაუკლია ძალიან ბევრი რამე, რომ ჩემთვის მოეცა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური, ამ სიტყვებს რომ ვწერ ძალიან ბევრი რამე მიტივტივებს თავში და ვფიქრობ რომელი ერთი დეტალი გამოვყო.
   ამ წერილის წერა დავიწყე დაახლოებით სამი კვირის წინ, როცა უბრალოდ მარტო ვიყავი სახლში. დღეს კი ჩემც ცხოვრებაში დადგა ისეთი დრო, როცა „ხობელებმა“ ჩემი ხობში არსებობა ზედმეტად მიიჩნიეს, თან მიზეზად დამიყოლეს ის, რომ მე „დამცველი“ არ მყავს, ვინც ჩემს უფლებებს მათ საზოგადოებაში დაიცავს და ღირს გამხდის მათ გვერდით მუშაობისას. ჩემი აზრით კი ჩემი მთავარი დამცველი მუდამ ჩემი ადამიანური ღირსება იქნება, რომელიც ბევრ ჩემთვის „კარგად ნაცნობს“ არ აღმოაჩნდა.
   ჩემს ცხოვრებაში ეს არის გზა, რომელსაც ისევ ნანასკენ მივყავარ. სასწაულია, თურმე ღმერთს როგორ ვყვარებივარ და რამხელა წყალობა აქვს ჩემზე გაღებული, რომ მან ნანა  ჩემს ცოვრებაში დაუშვა. მე ისევ შენთან მოვდივარ ნაა <3

Комментариев нет:

Отправить комментарий