ე.ი არც ვიცი რით დავიწყო, პირველ რიგში ალბათ მაინც იმით, რომ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ გოგა ღურწკაიასა და გამგებლის მოადგილეს ქალბატონ რალა ჩემიას, რადგან რომ არა ისინი, არც ამ სიუჟეტის ავტორი ვიქნებოდი (თუმცა ეგ დიდი არაფერი) და არც იმ ლამაზი დღეების თვთმხილველი გავხდებოდი, რასაც „მეგა 2011“-სა და განსაკუთრებით „ქართული ბრენდის დღე 2011“-ის დაჯილდოების ცერემონიალი ჰქვია.
ახლა რაც შეეხება „მეგას“, სიმართლე უნდა ვთქვა და მაპატიეთ :) მე მახსოვდა მეგას გრანდიოზული ცერემონიები, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, წითელი ხალიჩა, მოწვეული სტუმრებისა და ორგანიზატორების მიერ უმაღლეს დონეზე გათვალისწინებული Dress-კოდი და თქვენ წარმოიდგინეთ ლიმუზინის დონეზე მომდგარი მანქანები. მოკლედ როცა აღნიშნული პროექტის მოსაწვევი გადმომცეს თავში ეს კადრები ამომიტივტივდა და ეგრევე დაიბადა კითხვა „რა ჩავიცვა?”:), მაგრამ შემდეგ დალოცვილი google-სა და მიკითხვ-მოკითხვის საშუალებით მივხვდი, რომ ბოლო წლების „მეგა“ დიდი პომპეზურობით არ გამოირჩევა, ამიტომ ე.წ. „სამუშაო ფორმაში“ გამოვეწყვე და დაახლოებით დღის პირველი საათისთვის თბილისისკენ ხობის მარშრუტიც დაიძრა.
დანიშნულების ადგილზე, ანუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ზუსტად მოსაწვევზე მითითებულ დროს აღმოვჩნდით. პირველი ემოცია მანქანიდან გადმოსვლამდე და მას შემდეგაც იყო განახლებული აღმაშენებლის გამზრის სილამაზე და დახვეწილი გემოვნებით შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც შემდეგ მოჰყვა თეატრის ფოიეში ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზატორების მიერ მოწყობილი სტენდი, სადაც გამოფენილი იყო სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი უნიკალური ვიდეო-აუდიო და ლიტერატურული მასალები.
მაშ ასე, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი „მეგა 2011“, რომლის წამყვანებადაც მომღერალი ნინი შერმადინი და პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე მოგვევლინენ, გახსნილად გამომიცხადებია.
ნინი & ბესო |
წამყვანების ტინგიცობისა და პრანჭიაობის მერე პირველი ნომინაციის ჯერი დადგა:
1. ნომინაციაში ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის „მეგა 2011“ ნიკა წულუკიძეს გადაეცა, რომელიც იმ დღეს ფილარმონიაში გამართული „ორერას“ კონცერტის წამყვანი აღმოჩნდა და ჯილდოს აღების შემდეგ სწრაფად დატოვა დარბაზი.
2. მეორე ნომინაცია იყო თუ არა არ მახსოვს, უფრო სწორედ ვერ მოვუსმინე, მაგრამ ნინის ჩაცმულობაზე რომ უზრუნია ვინმე ფატუნა ბუშიჰედს და ჩემდა გასაოცრად მსოფლიოს (დიდი ექსპერტი ამ საქმეში არც მე ვარ, მაგრამ მაინც, ჩემი აზრია) 60 საუკეთესო დიზაინერთა შორის ყოფილა შესული ეგ გავიგე, თანაც საქართველოში მხოლოდ ნინის ჩაცმულობაზე ზრუნავსო.
ფატუნა ბუშიჰედი |
3. ნომინაციაში "ახალი თაობის ვარსკვავი" დაჯილდოვდა გოგა მესხი
4. "წლის ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად" კი აბსოლუტურად ღირსეულად "ქენდი მუზიქ - ევროვიზია" დასახელდა
ჯგუფი "ქენდი" |
5. "ქართული სცენის საუკეთესო ბრენდ-მომღერალი" რა თქმა უნდა მერაბ სეფაშვილი გახდა.
6. "მომავლის ვარსკვლავი" 10 წლის თორნიკე ჩუბინიძე გახდა, რომელიც თურმე ბესო ჩუბინიძის "არაფერი" არ ყოფილა:)
თორნიკე ჩუბინიძე |
7. ნომინაცია - "ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი" - აი ძალიან მინდა კომენტარის სახით რომ შეიძლებოდეს აქ დადება და საინტერესოა რამდენი მიხვდებით ვინ არის:)) მოდით ინტრიგას ინტრიგადვე დავტოვებ და მხოლოდ სურათს ავტვირთავ, აი სახელსა და გვარს შეგნებულად არ დავწერ, უბრალოდ მაინტერესებს რამდენმა იცით ამ ქალბატონის შესახებ:) მაგალითად მე პირველად გავიგე და ვნახე:)
8. "წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი" - ნატო გელაშვილი.
9. "წლის რეპერი" - ვინმე "მასტერი"გახდა, (მე ძაან ჩამოვრჩი ეტყობა ქართულ ესტრადას) რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის იმ საქმის დაფასება რასაც ის აკეთებს და რასაც რეპის სიყვარული ჰქვია, წელს 4 კლიპი გადაუღია, მათ შორის ერთ-ერთი ევროპაში და მოკლედ არ გაკვირვებია რაა:))
10. ნომინაციაში "წლის საბავშვო სტუდია" ჯილდო გადაეცათ ნინო ბალახაშვილის სტუდიას "ლურჯა ცხენები". თქვენ წარმოიდგინეთ ამ სტუდიას თურმე 18 წლის არსებობის ისტორია აქვს.
ნინო ბალახაშვილი |
"ლურჯა ცხენები" |
11. "საუკეთესო სასცენო იმიჯი" - მარკუს მეტრეველი.
12. ნომინაციაში „ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ "მეგა 2011" გადაეცა ხობის საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე"-ს დამფუძნებელსა და ორგანიზატორს, საერთაშორისო ფონდი "ხობის" პრეზიდენტსა და ხობის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბატონ გოდერძი ბუკიას.
13. "წლის პოპულარული თოქ-შოუ" - გახდა გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსი", ჯილდო კი მის წამყვანს ნოდარ მელაძეს გადაეცა.
14. "წლის დებიუტი" - ბაია გიორგაძე.
რომელმაც თურმე წამყვანის აზრით ისე კარგად იმღერა, რომ საბოლოოდ გააჩუმა ყველა მისი გამკრიტიკებელი და პირდაღებული დატოვა დარბაზი, (ოღონდ არა მე) ხოლო ნინი შერმადინმა სცენაზევე მოუხადა ბოდიში გადაცემაში მის მიმართ გამოყენებული ირონიული დამოკიდებულებისთვის. (ეს კი ყოველი შემთხვევისთვის)
15. "წლის საუკეთესო კლიპი"- პაატა თედიაშვილის სიმღერაზე "მესხური"
16. "მომავლის ვარსკვლავი" - ანი ბათიაშვილი გახდა, რომელიც სცენაზე როლიკებით შემოსრიალდა, მართალია დანიშნულებას ვერ ჩავწვდი, თუმცა ეგ არაფერი... (საყვარელი ბავშვი კი იყო, მაგრამ სიმღერაში ისეთ "ლ" იხმარა, მეეჭვება მომავალი ჰქონდეს, რა თქმა უნდა ამ სფეროში ვგულისხმობ )
17. "წლის კომპოზიტორი" - ლილიკო ნემსაძე
18. "ქართული როკის საუკეთესო შემსრულებელი" - კაკო ვაშალომიძე
19. "საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი" - ანსამბლი "უნივერსიტეტი 2" (მართალია შერჩევის პრინციპი არ მესმის, მაგრამ მაინც)
20. "წლის რემიქსი" - ჯგუფი სეიშენი "სახეს" სიმღერით. (ჯგუფი არასრული შემადგენლობით გამოცხადდა)
21. "წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი" - ეთერ კაკულია. (ვგიჟდები ამ ქალის პირდაპირობაზე და საერთოდ ძაან მიყვარს:) რამდენად პროდუქტიული იყო როგორც მომღერალი ეგ არ ვიცი, მაგრამ ზოგადად კარგი ქალია)
22. "წლის საუკეთესო ვოკალისტი" - ნინი შერმადინი გახდა, რომელიც თურმე საერთოდ არ ელოდა ამ ნომიაციაში გამარჯვებას და გაოცებას ვერ მალავდა:)) კი ბატონო, როგორც მომღერალი ხელი ამიწევია, აი როგორც წამყვანი, მაპატიეთ, მაგრამ არა, ვერ გავუძელი:)
23. "წლის ყველა თაობის საყვარელი მომღერალი" - ნუგზარ კვაშალი გახდა
24. ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" "მეგა 2011" ნინო გოთოშიას გადაეცა, ეს იყო ახალ თაობათა შორის ყველაზე ემოციური გამოსვლა და ნინოსთვის აბსოლუტურად დამსახურებული ჯილდო, პროექტის ავტორმა და წამყვანმა ბესო ჩუბინიძემ აღნიშნა, რომ ნინო ხობის ფესტივალზე აღმოაჩინა და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეს სახელი და გვარი დაემახსოვრებინათ და მეც მჯერა, რომ ნინო გოთოშია, მომავალში ძალიან ბევრს იტყვის ქართულ შოუბიზნესში (და არა მარტო).
ნინო ხობის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის, ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმთან არსებული მუსიკალური სტუდიის მოსწავლეა.
ნინოს გამოსვლის შემდგეგ სცენაზე კვლავ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია ავიდა და განაცხადა, რომ ფონდი აგრძელებს ნიჭიერი ადამიანების გამოვლენას და ფესტივალს ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, იგი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს ნინო გოთოშიას, რის შემდეგაც მაყურებელმა და თავად წამყვანმაც კი ემოცია ვერ დამალა.
25. ნომინაცია "წლის ჩანგალი"- ღონისძიების მთავარ ინტრიგად პროექტის ორგანიზატორმა სწორედ ეს ნომინაცია შემოინახა, მეგა, რომელიც ლალი მაროშკინას სახელს ატარებდა ყველასთვის გასაოცრად ფსიქოლოგ გია ჯაჯანიძეს გადაეცა.
26. "წლის პოპულარული სიმღერა"- "წყაროზე" ჯგუფი "მირაჟი"
მოკლედ, რიგით მე-12 მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი "მეგა 2011" , რომელსაც საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას წარმატებით დასრულდა. იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება დღეს ქართულ შოუბიზნესში, ეს მართლაც დასაფასებელი საქმეა, რადგან რომ არა ის ენთუზიაზმი, რომელიც პროექტის ავტორსა და ორგანიზატორს ბესო ჩუბინიძეს გააჩნია "მეგა" უბრალოდ არ იარსებებდა, ან კიდევ დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას.