суббота, 23 марта 2013 г.

სიხარული, რომელიც ტკივილმა მისაჩუქრა

დილა ადრიან ავდექი იმისთვის, რომ დამეწერა, ეს ის ემოციაა რომელმაც არ მომცა ძილის საშუალება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.
აი, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ გუშინდელი დღით, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ახალ საფეხურს და  ჩემი წარმატების კედელს კიდევ ერთი აგური დაემატა.
საუბარია ჩემს კიდევ ერთ ახალ, ძალიან თბილ „ოჯახზე“, რომელსაც ბანკი „კონსტანტა“ ჰქვია.

თუმცა ჯობია ამის შესახებ თავიდან მოვყვე J
2013 წლის 9 იანვრიდან  „კეთილი“ ადამიანების წყალობით, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ძალიან დიდი ტკივილით სავსე დღეები, რომლის გახსენებაზეც დღესაც არ შემიძლია ცრემლების შეკავება და ძალიან გთხოვთ ნუ დამძრახავთ, უბრალოდ ეს ჩემი ტკივილია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოვერიე. ამ პერიოდში ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ჩემი „გული“ ადამიანების პარალელურად, გამოჩნდნენ  სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერით,  თბილი დამოკიდებულებითა და გამამხნევებელი წერილებით  მოახერხეს, რომ  იმ დღეებში თავი მეგრძნო ადამიანად და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მათ.
ამ რთულ პერიოდში, მართალია ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც, შემატყობინეს ბანკში არსებული ვაკანსიის შესახებ, რომელსაც ძალიან ზედაპირული დამოკიდებულებით მივუდექი, რადგან შემოთავაზება მიღებული მქონდა ახალი სამსახურიდან და ფაქტიურად დათანხმებულიც ვიყავი, თუმცა ვიფიქრე, რომ რადგან ღმერთმა ინება რომ გამეგო ამ ვაკანსიის შესახებ, ვცდი იქნებ გამომივიდესთქო, „იქნებ“ იმიტომ რომ  ჩემი პროფესიიდან და სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე ბანკი ჩემთვის იყო აბსოლუტურად სხვა განზომილება, თურმე უნდა სცადო ყველაფერი  რისი შანსიც  ცხოვრებაში მოგეცემა J
სიმბოლური აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ახალი სამსახურისთვის წინასამზადისი პერიოდი ახლაც  ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა. რატომღაც ეს ფაქტი ძალიან მამხნევებდა და ვფიქრობდი  ყოველივე  ეს ისე არ ხდებათქო.
ახალი საბრძოლო ეტაპიც დაიწყო, თუმცა არც ისე საბრძოლო განწყობით, რადგან სიმართლე გითხრათ ისე ვიყავი, რომ უბრალოდ ცხოვრების დინებას გავყევი. შედგა  შესარჩევი ტესტირება, რასაც შემდეგ გასაუბრება მოყვა, რომელიც როგორც აღმოჩნდა წარმატებით გავიარე. რამდენიმე დღის შემდეგ  დამირეკეს და შემატყობინეს რომ შერჩეული ვიყავი შესაბამის პოზიციაზე, აი, სწორედ ამ დღეს  განათდა მთელი ამ განსაცდელის პერიოდში.  მივხვდი, რომ წარმატება ახლოს იყო და ახლა უბრალოდ ცხოვრების დინებაზე გაყოლა არაფერს არ მარგებდა, საჭირო იყო მიზანდასახულობა.
დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი, რასაც ბუნებრივია მოყვა ადამიანების სრულიად ახალი გარემოცვა.  შევიკრიბეთ სტაჟიორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.



და დაიწყო სწავლება...
                      
ძალიან თბილად მახსენდება ბავშვებო მთელი ეს პერიოდი,  ფაქტია ძალიან  გვინდოდა „დონეები“ ვყოფილიყავითJ)), აი რამდენად გამოვიდა ეგ არ ვიცი:))) არასოდეს დამავიწყდება  "კონსტანტას" უგემრიელესი ლიმნის ჩაი და ტერმინი "ხოოხ"–ის ქვეშ მუდამ თქვენ გამახსენდებით :))) ძალიან მიყვარხართ და მოკლედ ერთხმანეთს ვხვდებით "ცნობილ" კომუნიკატორში:))) 
ამ  ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებდა ტრენერების ჩვენს მიმართ მეგობრული და ძალიან თბილი დამოკიდებულება, ეკა და ნატუკა ძალიან გვიყვარხართ <3 ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ <3
ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა  ჩემს "მასწავლებლებს" ბანკი "კონსტანტას" დიდუბის ფილიალის თანამშრომლებს:  ქეთი, სალოო, თიკო, მარიკა, ნანა, იმედი მაქვს გასახელებთ :) მომენატრებით :*
ესეც ასეე, 22 მარტს დასრულდა დღე, რომელსაც მთელი ეს პერიოდი სულმოუთმენლად ველოდი, გამოცდა ჩავაბარე და 25 მარტიდან ახალი შემართებითა და ახალი ენერგიით   წინ ახალი "ოჯახისკენ". 
 მე გამომივიდა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს არის ტკივილით გამოწვეული ბედნიერება, რომლის გახსენებაზეც ისევ ...