როგორც ცნობილია, მემუარები ეს არის ჟანრი, სადაც ავტორი
ზუსტი თარიღებით იხსენებს და გადმოსცემს რეალურად მომხდარ მოვლენებსა და მასში მონაწილე
ადამიანების მკაფიო დახასიათებას. მართალია, ვერ ვიფიქრებდი ასე ადრე თუ მომიწევდა ამაზე საუბარი, მაგრამ არაუშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ
ულამაზეს წლებზე, რომელიც უკავშირდება ხობის მუნუციპალიეტის გამგეობას. რამდენად ზუსტად
გავიხსენებ თარიღებს ეგ საეჭვოა, მაგრამ ამ მოვლენათა ეპიცენტრში მოხვედრილ ადამიანებს
დახასიათების გარეშე რომ ვერ დავტოვებ ეგ ფაქტია. მაშ ასე, დავიწყებ...
ჩემი კარიერის პირველი
საფეხურები:
2009 წლის 19 იანვარია, ნათლისღების დღე, ეს თარიღი
ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად ჩემთვის სიმბოლურიცაა, რადგან ჩემი სამსახურებრივი
კარიერის დაწყება სწორედ ამ დღეს უკავშირდება. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პერიოდი,
როცა უმაღლესი სასწავლებელი ერთი წლის დამთავრებული მაქვს და სამსახურის მოლოდინში
ვცხოვრობდი თბილისში, ამ ერთმა წელიწადმა კი დაპირებებსა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ გამოძახების მოლოდინში ისე სწრაფად გაიარა, რომ ვერც ვიგრძენი,
ხობში უბრალოდ საახალწლოდ ვიყავი ჩამოსული და სწორედ ნათლისღების მეორე დღეს ვაპირებდი
თბილისში დაბრუნებას. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა იმ დღეს ღამისთევით აღევლინა, სადაც
ღვთის ნებით მე საშუალება მომეცა სულისა და ხორცის საკურნებელი მიმეღო. (დიდება უფალს)
წირვიდან მობრუნებულს რა თქმა უნდა ღრმა ძილს მივეცი თავი, თუმცა დილის 11 საათზე მაღვიძებს
დედაჩემის ტელეფონის ზარი, რომელმაც მითხრა რომ გარეთ მელოდებიან. თავს არ შეგაწყენთ
ამ ამბის დეტალებში მოყოლით, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელმაც მე დახმარების
ხელი გამომიწოდა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელე „სალომე ქაჯაია“ „შექმნა“, ეს არის იგორ ტყებუჩავა. მჯერა, რომ ჩვენს გარშემო ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, ბატონმა იგორმა, რომელიც ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო, არის და იქნება, სწორედ უფლის
ნებით დაიმკვიდრა თავი ჩემს ცხოვრებაში. რომ არა მაშინ ჩემთვის გამოწვდილი დახმარების
ხელი ალბათ დღეს მე ხობში არ ვიქნებოდი და ამ დღიურის მთავარი გმირები ხობის მუნიციპალიტეტის
გამგეობის თანამშრომლები არ იქნებოდნენ. ამისათვის, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა
გითხრათ ბატონო იგორ. თქვენ იყავით ჩემი პირველი „მწვრთნელი“, ცოტა მკაცრიც, თუმცა ალბათ ესეც
საჭირო იყო. თქვენი მონდომება, რომ მე საჯარო სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად „გავწვრთნილიყავი“
ვფიქრობ გამართლდა. მიუხედავად, ჩვენს შორის
არსებული გარკვეული „უთხანხმოებისა“, რომელზეც ახლა უბრალოდ მეღიმება, თუმცა მაშინ
ძალიან მტკიოდა, თქვენთან ურთიერთობის ყველა დეტალი სასიამოვნოდ მაგონდება. "რომ არა თქვენ"... ეს ის სიტყვებია,
რომელიც ძალიან ბევრი აზრით შეიძლება დავასრულო და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა
თქვენ.
იგორ ტყებუჩავა |
ბაია რამიშვილი
- ეს არის ადამიანი, რომელთანაც სამუშაო დროის 8 საათს ვატარებდი (მაშინ შესვენებაზე
საერთოდ არ გავდიოდი)J იმ პერიოდებში როცა საუბარი იყო ბატონი იგორის გამგებლად დანიშვნაზე, ხშირად მესმოდა
სახელი ბაია, რომელიც ცხოვრებაში საერთოდ არ
მყავდა ნანახი.
მახსოვს გამგეობაში მისვლის პირველი დღე. ბაი, ცისფერი
ზედა გეცვა, ცისფერი მძივი გეკეთა და ცისფერივე თვალებით ანათებდი. რამდენი სითბო და
თბილი სიტყვა გავიხსენო შენგან, ამისთვის ეს ფურცლები არ მეყოფა, წერისას რომ ვიხსენებ
თან მეღიმება და თან მეტირება. „მურეე ჩქიმ ცხოვრება?“ - სულ ეს სიტყვები ჩამესმის ოღონდ შენი ინტონაციით L რამდენი „ჭირ-ვარამი“
გადაგვიტანია ერთად. იმ პერიოდში და მერეც შენ იყავი ჩემი ტკივილისა და სიხარულის პირველი
გამზიარებელი. ბევრის წერა არ შემიძლია ვხვდები, მოკლედ გეტყვი, აი ძალინ, ძალიან მიყვარხარ
ბაი და ძალიან გაფასებ. შენ ხარ ლეგენდარული საჯარო მოხელე, შენ შენი ადამიანობითა და ერთგულებით დაამტკიცე ეს
და ამის დასტურია ის, რომ დღეს მეექვსე გამგებლის სამსახურში ხარ. მიყვარხარ <3 არ შემიძლია რომანი
კომენტარის გარეშე დავტოვო, ბატონო რომან, ძალიან მაგარი ადამიანი ხართ!
ბაია და რომანისთან ერთად |
ბევრი რომ არ
გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი მაშინდელი ააპარატის უფროსის გიორგი კობახიძისა (გვადი)
და ბაქარი შონიას შესახებ. როგორ შეიძლება არ აღვნიშნო მათი ღვაწლი ჩემს პროფესიულ
ზრდაში, მითუმეტეს, მაშინ ვიყავი წამყვანი სპეციალისტი კადრებთან ურთიერთობისა
და საქმისწარმოების საკითხებში, ეს არ იყო უშუალოდ ჩემი პროფესია, თუმცა საქმისწარმოების
გარკვეული გამოცდილება მომყვებოდა წინა სამსახურიდან (შპს „ფერმერთა მომსახურების ცენტრი“).
სამსახურში ჩემი ოფიციალურად მისვლის დღეს,
ჩემმა უფროსმა (გვადიმ) საკუთარ თავზე აიღო თანამშრომელთა გაცნობა და სამივე სართულის
ოთახები მოვიარეთ, ერთმა ოთახმა კი დამღუპა, მაგრამ ამასაც არაუშავს, გამოსწორებადიაJ)) მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა გია შენ, შენ ჩემი პირველი
სამსახურის უფროსის სტატუსი გაქვს და რა ვქნა J
რაც შეეხება ბაქარის, არ შეიძლება ამ ადამიანზე უბრალოდ გაიფიქრო და არ გაგეღიმოს,
ეს არის ადამიანი-განწყობა, ბაქრო ძაან მაგარი ხარ!!! ვერ ვიხსენებ კარგად შენს სიტყვებს
„ჩქიმ ჯაშა ეშულას“ თაობაზე, თორემ დავწერდი J
მაგრამ არასოდეს დამავიწყდება შენი კომენტარი რაიმე ახლის შენაძენზე „მუქ დოიდოხოდუ
სალომე “ J)))))))
სათითაოდ რომ მივყვე ალბათ ძალიან შორს წამიყვანს, ამიტომ ცოტას "დავპატარავდები"...
ვერ ავუვლი გვერდს
გამგებლის მოადგილეებს.
ბატონი გია გაწერელია,
რომელთანაც ფაქტიურად გაცნობისა და დაახლოების შესაძლებლობა ძალიან ცოტა ხანი მოგვეცა,
თუმცა ბატონო გია, იმ მცირე დროში თქვენი ადამიანური
ურთიერთობებით მოახერხეთ ის, რომ თქვენი სამსახურიდან
წასვლისას ჩვენ ტკივილი დაგვიტოვეთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, თქვენი გამამხნევებელი
და მხარდასაჭერი წერილებიც ბევრი გვახსოვს, გაიხარეთ.
ბატონი რამაზი კვარაცხელია, რომელთანაც კიდევ უფრო ცოტა ხანი მომიწია თანამშრომლობა,
თუმცა ბატონო რამაზ, თქვენ იყავით ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც აღდგომიდან ამაღლებამდე
40 დღის განმავლობაში მესალმებოდით სიტყვებით - „ქრისტე
აღსდგა!“, „ჭეშმარიტად აღსდგა!“, ნუ რომელიც დავასწრებდით ეგ იყო, მთავარია არც ერთს
არ გვავიწყდებოდა J
მას შემდეგ იყო
ქალბატონი რალა ჩემია. ქალბატონო რალა თქვენ ჩემთვის ხართ სამაგალითო
დამცველი მეუღლის გვარისა. ბევრჯერ მინატრია ნეტა ბელაც ასე ფიქრობდესთქო ქაჯაიებზე
J გაიხარეთ ქალბატონო
რალა, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად, ქაჯაიები გვიმრავლოს
ღმერთმა J
როგორ გამოვტოვებ
ჩემს კიდევ ერთ უშუალო უფროსს ლალა წულაიას. ლალ ძალიან დიდი ადამიანი ხარ ჩემთვის,
ძალიან გაფასებ და მიყვარხართ მთელი ოჯახით, ზაზას მიმართ სიყვარული დედისგან გადმომედო
და რა ვქნა, love you :*
იყო პერიოდი,
როდესაც ხობის მუნიციპალიტეტი განსაცდელის ჟამს იდგა, თუმცა ღვთის წყალობით დღეს ყველაფერი
თავის ადგილზეა.
ამ პერიოდში ხობის
მუნიციპალიტეტს სათავეში ჩაუდა ახალგაზრდა კადრი, ხობის ისტორიაში ყველაზე ახალაზრდა
გამგებელი გოგა ღურწკაია, რომელმაც მისი ერთწლიანი მოღვაწეობით ხობელთა გულებში ძალიან
დიდი სიყვარული და პატივისცემა დატოვა. ეს არის პერიოდი, რომელსაც უკავშირდება ძალიან
ბევრი ლამაზი, ახალგაზრდული სულით ანთებული და კიდევ „რაღაცნაირად კარგი“ დღეები. გაიხარეთ ბატონო გოგა თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
ამ პერიოდში გამგებელს
მოადგილეობას უწევდნენ ბატონი რევაზ წულაია და მურთაზ ბოკუჩავა. ბატონი რევაზი არ იყო
ნამდვილად ჩემთვის ახალი სახე, რადგან მისი შვილი ირაკლი ჩემი და დათოს მეგობარია.
ძალიან ბევრი დადებითი მახსენდება თქვენთან დაკავშირებით და მადლობას გიხდით ამისთვის
ბატონო რევაზ. რაც შეეხება ბატონ მურთაზს, ის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სრულიად ხობისთვის
იყო ახალი სახე. ამ ადამიანს თავისი უშუალო დამოკიდებულებით ვისაც მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონია ყველა აღფრთოვანებაში
მოიყვანა მისი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ზედმეტად პასუხისმგებლური დამოკიდებულებით.
ბატონო მურთაზ ძალიან დიდი ადამიანი ხართ და ძალიან გაფასებთ.
რაც შეეხება მესამე
მოადგილეს, მათ კოჰორტას მოგვიანებით შეუერთდა ბესო ნაჭყებია, რომელიც მანამდე აპარატს
ხელმძღვანელობდა. ბესო არის ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც ჰყავს ულამაზესი ოჯახი.
ინგა მომენატრე სხვათაშორის L
ღმერთმა გაგახაროთ.
დადგა ჯერი ვისაუბრო
ამ სამსახურში ჩემს უკანასკნელ სამსახურის უფროსზე, ეს არის ზვიად ბუკია, ოღონდ ამ ადამიანის დასახასიათებლად სიტყვების ზე-აღმატებით ხარისში აყვანა დამჭირდება. ზვიად, შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყოველდღე ახერხებდი ჩვენს გაოცებას შენი მრავალფუნქციური და მაღალკვალიფიციური განათლებით, მე ვგრძნობდი რომ ჩემი უფროსის სახით სამსახურში მყავდა ძალიან დიდი საყრდენი ძალა, რომელთანაც მე ვიწრთვნებოდი, ჩემს მიერ დაშვებული თითოეული შეცდომა, რომელსაც შენ მისწორებდი, ჩემთვის იყო გაკვეთილი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ამისათვის და კიდევ ძალიან ბევრი რამისთვის, რომელიც უბრალოდ მახსენდება, გიხდი ძალიან დიდ მადლობას. უდიდეს ბედნიერებას გისურვებ, რომელსაც შენ ნამდვილად იმსახურებ. ძალიან მალე გეთქვას, რომ ამ სიყვარულისთვის ღირდა ლოდინიო. კიდევ ერთხელ მადლობა ზვიად.
მოვედი ჩემს გოგოებამდე :*** სალო <3, კატი, თეო, ირაა, მანოო, ძალიან მაგარი ადამიანები ხართ, ჩემს გულში ხართ <3 უამრავი სითბო და სიყვარული მიმაქვს თქვენგან, ასევე ხათუ, ჯენეტ, ჟოზე, ნონა, ნინო, ჟანა, ელზა, როზეტა, მადლობა თქვენ.
თამუ, ნინო, თამთა - თქვენ ცალკე დაგელაპარაკებით ;)))))
ბიჭებოოოო - როგორ შეიძლება ბიჭების თემა არ დავიწყო ჯგერეთი :) ამ ადამიანმა სამსახურში მოსვლის პირველივე დღიდან თავისი როხროხა ხმითა და მუდამ ენერგიული განწყობით მოახერხა ჩვენს შორის მეგობრული ძაფის გაბმა, რომელიც დღესაც გრძელდება და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
ირაკლი - ფაქტიურად ჩემთვის სამსახური და შენ ერთმანეთთან ასოციაციაში ხართ, მიხარია და ამაყი ვარ, რომ ვებ-გვერდის განახლებისთვის ჩვენ ერთად გადავდგით საფეხურები, ერთად შევქმენით გარკვეული დროის ხობის ისტორია. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ...
ლადო ბუკია, აი არ ვიცი როგორი სიტყვებით შევაფასო ლადო შენი ადამიანობა, მოკლედ გეტყვი, ძალიან დიდი ადამიანი ხარ ჩემთვის და ძალიან გაფასებ, შენი მსგავსი ადამიანები რომ არსებობდნენ ხობში, სიკეთის ქალაქი იქნებოდა. გახარებული მენახე მუდამ შენს ოჯახთან ერთად.
პაპუნა, "ყანიკოო", "ჭკვერიკო", გოგა, ალიკა, ჯაბა, იკა, დაჩი, თემო, პაატა, გიგა, დათო, ლადო, ზაზა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გიხსენებთ და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მიტივტივებს თავში, რამდენი მხიარული დღეები გამოგვივლია ერთად, მაგრები ხართ ბიჭეოოო!!!
ბატონო ანტონ, ბატონო ანატოლ, ძალიან გაფასებთ, არასოდეს არ დავივიწყებ თქვენს მონდომებას ჩემი ბედნიერებისთვის :)) გაიხარეთ... თითოეული თქვენგანის გახსენებაზე ერთი გუნდის მუშაობის პრინციპი მიტრიალებს თავში, კარგი დრო იყო ნამდვილად.
ქალბატონო ჯული, როგორ შეიძლება დამავიწყდეს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის ყველაზე ლამაზი პროექტი "მღერიან საჯარო მოხელეები" და ასევე, ის განუხორციელებელი პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მონდომებით ქმნიდით, რამდენი ხანი ველოდით და სამწუხაროდ მოლოდინად დამრჩა :( და კიდევ უამრავი რამ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ნანა ბუკია - ყველაზე კარგად მახსოვს შენს ერთ-ერთ პროექტში ჟიურის წევრობა, აი, ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ, რამდენი კარგი ადამიანი გავიცანი იმ დღეებში. რა დამავიწყებს "პატრიოტს", იქ რომ ბავშვები გავიცანი მარტო ამისთვის გმადლობდე იქნება ნა მთელი ცხოვრება. ასევე, იყო უამრავი პროექტი თუ ექსკურსია, რომლის აქტიური დამკვირვებელი ან უბრალოდ თანამონაწილე ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ნაა <3 ლევან, მაკა, ბატონო გოგიტა, ყველანი ძალიან მიყვარხართ.
სოციალური სამსახური - ქალბარონო შორენა, ქალბატონო მზია ქალბატონო ცინარა, ძალიან დიდი მადლობა თქვენ მიერ გამოხატული სითბოსთვის, ქალბატონო შორენა თქვენი კომპლიმენტები არასოდეს დამავიწყდება :) ბატონო ვოვა, ძალიან დიდ პატივს გცემთ. გაიხარეთ.
მოვედი ჩემს გოგოებამდე :*** სალო <3, კატი, თეო, ირაა, მანოო, ძალიან მაგარი ადამიანები ხართ, ჩემს გულში ხართ <3 უამრავი სითბო და სიყვარული მიმაქვს თქვენგან, ასევე ხათუ, ჯენეტ, ჟოზე, ნონა, ნინო, ჟანა, ელზა, როზეტა, მადლობა თქვენ.
თამუ, ნინო, თამთა - თქვენ ცალკე დაგელაპარაკებით ;)))))
არასრული წარმომადგენლობით |
ირაკლი - ფაქტიურად ჩემთვის სამსახური და შენ ერთმანეთთან ასოციაციაში ხართ, მიხარია და ამაყი ვარ, რომ ვებ-გვერდის განახლებისთვის ჩვენ ერთად გადავდგით საფეხურები, ერთად შევქმენით გარკვეული დროის ხობის ისტორია. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ...
ლადო ბუკია, აი არ ვიცი როგორი სიტყვებით შევაფასო ლადო შენი ადამიანობა, მოკლედ გეტყვი, ძალიან დიდი ადამიანი ხარ ჩემთვის და ძალიან გაფასებ, შენი მსგავსი ადამიანები რომ არსებობდნენ ხობში, სიკეთის ქალაქი იქნებოდა. გახარებული მენახე მუდამ შენს ოჯახთან ერთად.
პაპუნა, "ყანიკოო", "ჭკვერიკო", გოგა, ალიკა, ჯაბა, იკა, დაჩი, თემო, პაატა, გიგა, დათო, ლადო, ზაზა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გიხსენებთ და ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მიტივტივებს თავში, რამდენი მხიარული დღეები გამოგვივლია ერთად, მაგრები ხართ ბიჭეოოო!!!
არასრული შემადგენლობით |
ქალბატონო ჯული, როგორ შეიძლება დამავიწყდეს ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის ყველაზე ლამაზი პროექტი "მღერიან საჯარო მოხელეები" და ასევე, ის განუხორციელებელი პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მონდომებით ქმნიდით, რამდენი ხანი ველოდით და სამწუხაროდ მოლოდინად დამრჩა :( და კიდევ უამრავი რამ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
ნანა ბუკია - ყველაზე კარგად მახსოვს შენს ერთ-ერთ პროექტში ჟიურის წევრობა, აი, ძალიან ლამაზი დღეები გავატარეთ, რამდენი კარგი ადამიანი გავიცანი იმ დღეებში. რა დამავიწყებს "პატრიოტს", იქ რომ ბავშვები გავიცანი მარტო ამისთვის გმადლობდე იქნება ნა მთელი ცხოვრება. ასევე, იყო უამრავი პროექტი თუ ექსკურსია, რომლის აქტიური დამკვირვებელი ან უბრალოდ თანამონაწილე ვიყავი. ძალიან დიდი მადლობა ნაა <3 ლევან, მაკა, ბატონო გოგიტა, ყველანი ძალიან მიყვარხართ.
საფინანსო სამსახური - ძალიან დიდი მადლობა ყველას, ასევე ძალიან დიდი მადლობა ეკონომიკის ქალბატონებს, ქალბატონო მარინა, ქალბატონო ლამზირა, ნანა :) სასიამოვნო მოგონებები მიმყვება, გაიხარეთ.
რაც შეეხება სოფლის რწმუნებულებს, მეღიმება, რადგან ჩვენ ერთი გზა გავიზიარეთ და დარწმუნებული ვარ ისინიც ანლოგიურ სიტუაციაში არიან, ყველას გიგონებთ ძალიან თბილად და ტკბილად, თქვენი სახით მე ერთ თანატოლთან ერთად ძალიან ბევრი უფროსი მეგობარი შევიძინე, წარმატებებს გისურვებთ ყველას.

როგორ გამოვტოვო პროფკავშირების დედოფალი დინა, რომელიც უამრავი ლამაზი საღამოსა და ჩემი ცხოვრების ისტორიაში დაუვიწყარი დღეების ავტორია. სარვამარტო და საახალწლო საღამოები ყოველ წელს, ექსკურსიები კახეთში, სვანეთში, ახალციხეში და ა.შ. ძალიან დიდი მადლობა დინა შენ.
სვანეთი 2010 |
კახეთი 2011 |
ახალციხე 2012 |
ასევე, აქ მუშაობის პერიოდში მოვესწარი ხობის სავიზიტო ბარათის, ხობელთათვის ყველაზე დიდი დღესასწაულის ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზეს" ორჯერ ჩატარებას. ეს არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა გამეცნო და დავახლოებოდი საზოგადოების სხვადასხვა მოღვაწეებს, მომღერლებსა და სახელოვან ჟურნალისტებს. ამ და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დებუტატს ბატონ გოდერძი ბუკიას.
დიდი მოკითხვა და ჩემი კეთილი სალამი ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს: ნარიდ, ხვიჩა, ზაზა, რომეო, ჭაბუკა, გენადი და რა თქმა უნდა ბატონი ვალერი, ძალიან დიდი პატივს გცემთ.
ასევე ჩემი კეთილი სალამი და მოკითხვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს, თქვენთანაც ძალიან ლამაზი დღეების თანაზიარი ვიყავი. გაიხარეთ...
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების ამ ფურცლის მთავარი გმირები, რომლებმაც ძალიან დიდი ადგილი დაიკავეთ ჩემს გულში.
მიყვარხართ ...
ხობი -ფესტივალის ქალაქი |

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა |