გვერდები
среда, 11 мая 2011 г.
четверг, 5 мая 2011 г.
«ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
![]() | |||||||
წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.
წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.среда, 4 мая 2011 г.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ხობის ახლადგახსნილი შერეულპროფილიანი კლინიკა დაათვალიერა.
4 მაისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძემ ხობის ახლადგახსნილი შერეულპროფილიანი კლინიკა დაათვალიერა. კლინიკა “პირველ ქართულ ჰოსპიტალურ ქსელს” ეკუთვნის და მის მართვას კომპანია “ქართული ჰოსპიტალი” ახორციელებს. ახლადშექმნილი ჰოსპიტალური ქსელის ადმინისტრაცია მინისტრის მოადგილესთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან იგორ ტყებუჩავასთან და ხობის საავდმყოფოს დირექტორთან ფიქრია დვალაძესთან ერთად გაეცნო მედ-პერსონალის მუშაობის პროცესს და საავადმყოფოს ფუნქციონირებაზეც ისაუბრეს.
ხობის კლინიკაში პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ ეტაპზე მედპერსონალის გადამზადება მიმდინარეობს, გარკვეული პროცესების დასრულების შემდეგ საავადმყოფო ჩვეული რიტმით შეუდგება ფუნქციონირებას, თანამდროვე დანადგარებით აღჭურვილ კლინიკაში პაციენტებს ყველა პირობა შეექმნებათ ჩაიტარონ გამოკვლევა.
საავადმყოფოს სტაციონალურმა განყოფილებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო, მშობიარე პაციენტს ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და ახალშობილის მოვლის ჰიგიენური საშუალებების სრული პაკეტი სტუმრებმა პირადად გადასცეს.
ხობის კლინიკაში პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ ეტაპზე მედპერსონალის გადამზადება მიმდინარეობს, გარკვეული პროცესების დასრულების შემდეგ საავადმყოფო ჩვეული რიტმით შეუდგება ფუნქციონირებას, თანამდროვე დანადგარებით აღჭურვილ კლინიკაში პაციენტებს ყველა პირობა შეექმნებათ ჩაიტარონ გამოკვლევა.
საავადმყოფოს სტაციონალურმა განყოფილებამ პირველი პაციენტი უკვე მიიღო, მშობიარე პაციენტს ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და ახალშობილის მოვლის ჰიგიენური საშუალებების სრული პაკეტი სტუმრებმა პირადად გადასცეს.
вторник, 3 мая 2011 г.
"ჩვენი კუთხის საგანძური"
3 მაისს ,,ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში“ (დირექტორი ნ. ჯალაღონია)კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით ,,ჩვენი კუთხის საგანძური“ გაიმართა.საზოგადოების წინაშე საინტერესოდ და ვრცლად იყო წარმოდგენილი, როგორც ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმთნ არსებული ფოლკლორული ანსამბლი, ასევე გიმნაზიის აღსაზრდელთა მიერ შესრულებული სხვადასხვა ნომრები.მონაწილეებმა კონფერენციის სახით წარმოადგინეს ისტორიული მასალები ძველ მეგრულ სიმღერებზე,საკრავებზე, ხალხური მუსიკის მრავაფეროვნებაზე, ხალხური სიმღერის ხმიანობაზე.განხილულ იქნა მეგრული სიმღერის ხასიათები, ფოლკლორული ნამუშევრები., ანსამბლის წევრებმა მუზეუმის აღსაზრდელებთან ერთად შეძლეს ძველი სიმღერების გაცოცხლება და ორიგინალურად მათი წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიება ერთი საათი გაგრძელდა, მას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მუსიკალურ ფესტივალს "აღდგომიდან ამაღლებამდე" სამეგრელომ უმასპინძლა
"მუსიკა არის ზეციური წარმოშობის და ქართველ ხალხს ზეცასთან აქვს მჭიდრო კავშირი", - ბრძანა უწმინდესმა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ “ტრადიცია და ინოვაციასთან“ ერთად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2006 წელს დააარსა საერთაშოერისო ფესტივალი სახელწოდებით „აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც ყოველ წლიურად ტარდება და მიზნად ისახავს აფხაზი და ოსი ხალხის შერიგებას.
2011 წლის 2 მაისს ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში კონცერტის მასპინძელი გახლდათ სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი. ღონისძიება დადიანების სასახლეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
გალა-კონცერტს ესწრებოდნენ ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები ადგილობრივი თუ სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ფესტივალის პროგრამა წარმოდგენილი იყო კლასიკური მუსიკით. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც უცხოელმა, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: ტეჰილა–ნინი გოლდშტეინი, მარია ბეროევა, თამარ შალვაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალში, ასევე მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა „ოდოიამ“, ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა.
საღამოს დასასრულს ტეჰილა–ნინი გოლდშტეინის მიერ ანსამბლ "ოდოიასთან" ერთად შესრულებულმა "მეგრულმა ნანამ" მაყურებლის განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა![]() |
| დადიანების სასახლე |
![]() |
| ალექსანდრე კორსანტია |
![]() |
| ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქია |
![]() |
| ანსამბლი "ოდოია" |
![]() |
| ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობა |
Подписаться на:
Сообщения (Atom)






