вторник, 3 мая 2011 г.

მუსიკალურ ფესტივალს "აღდგომიდან ამაღლებამდე" სამეგრელომ უმასპინძლა


"მუსიკა არის ზეციური წარმოშობის და ქართველ ხალხს ზეცასთან აქვს მჭიდრო კავშირი", - ბრძანა უწმინდესმა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ ტრადიცია და ინოვაციასთან ერთად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2006 წელს დააარსა საერთაშოერისო ფესტივალი სახელწოდებით  აღდგომიდან ამაღლებამდე“, რომელიც ყოველ წლიურად ტარდება და მიზნად ისახავს აფხაზი და ოსი ხალხის შერიგებას.
2011 წლის 2 მაისს ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში კონცერტის მასპინძელი გახლდათ სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი.  ღონისძიება დადიანების სასახლეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
გალა-კონცერტს ესწრებოდნენ ცაიშისა და ზუგდიდის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოება და  საზოგადოების  წარმომადგენლები ადგილობრივი თუ სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
ფესტივალის პროგრამა წარმოდგენილი იყო   კლასიკური მუსიკით. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც უცხოელმა, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა: ტეჰილა–ნინი გოლდშტეინი, მარია ბეროევა, თამარ შალვაშვილი,   ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ     ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალში, ასევე მონაწილეობა მიიღო  ადგილობრივ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა „ოდოიამ“, ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა.
             საღამოს დასასრულს ტეჰილა–ნინი გოლდშტეინის მიერ ანსამბლ "ოდოიასთან"  ერთად შესრულებულმა "მეგრულმა ნანამ" მაყურებლის განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა


დადიანების სასახლე

ალექსანდრე კორსანტია

ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქია

ანსამბლი "ოდოია"

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობა

Комментариев нет:

Отправить комментарий