ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეხლის გარდამოსვლა ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი დაახლოებით 15:10 წუთზე გამოდმოვიდა. რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვს.
უკვე მეორედ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას ინიციატივით ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგეობის საჯარო მოხელეებისა და მონასტრის მრევლისგან შემდგარი ჯგუფი იქნა გაგზავნილი (დაჩი ხურცილავა, ვახტანგ ქანდარია, ირაკლი ურიდია, სალომე ქაჯაია) ცეცხლი საქართველოს დაახლოებით 01:00 საათზე ჩამობრძანდა.
ქართველები სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსული ღვთაებრივ ცეცხლის საქართველოში ჩამობრძანებას. ასევე ზეციური ცეცხლის ჩამოტანის დიდი მოლოდინი იყო ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ჩამოტანილ ცეცხლს, მრევლთან ერთად ხობში შეუერთდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი და უდიდესი სიხარული ერთად გაიზიარეს, ისმოდა შეძახილები:
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ramxela madlia roca maradiuli cecxli shens qalaqshi chamogaqvs...gilocavt qriste agsdga....
ОтветитьУдалитьcheshmarirtad agsdga! gaixare tat, madloba::*
ОтветитьУдалить