четверг, 19 мая 2011 г.

„მხიარული სტარტების“ ფარგლებში მიმდინარეობს დოკუმეტური ფილმის გადაღება




პოპულარული პროექტის ,,მხიარული სტარტების’’ საორგანიზაციო ჯგუფი Qქვეყნის მასშტაბით ამზადებს  დოკუმენტურ ფილმს, სადაც  ქრონოლოგიურად იქნება ასახული  ხობში ჩატარებული თამაშები  და  ღირშესანიშნობები.  
 მათ გადაიღეს ხობის  ისტორიული და  კულტურული ძეგლები: მუზეუმები,  ასევე დაათვალიერეს  მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, სადაც    გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების  წარმომადგენლებთან ერთად   მეგზურობას უწევდნენ პროექტში მონაწილე   საჯარო სკოლის მოსწავლეები., რომლებმაც   შეითავსეს  პატარა ჟურნალისტების როლი  და მათ მიერ მომზადებული კითხვებით წარსდგნენ  მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
 სტუმრებმა გამოთქვეს მადლობა  ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისა და იმ თბილი გარემოსათვის , რომელიც ხობში დახვდათ.
 მუნიციპალიტეტის გამგებელმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებები, ხოლო  საუკეთესოებს - ღირსეული გამარჯვება და  მონაწილეებს-  ლამაზად დამარცხების უნარი უსურვა.





Комментариев нет:

Отправить комментарий