13 მაისს ხაშურში 1997-1998 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ნიკოლოზ ხვედელიძეს სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. არასამეწარმეო–არაკომერციული იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლიდან 8 ნორჩმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და წარმატებით იასპარეზა.
29 კგ წონით კატერიაში I ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ, II ადგილზე კი მამუკა ჯოჯუა გავიდა.
35-59 წონით კატეგორიაში III ადგილი შოთა და ნიკა იოსავებმა დაიკავეს.
გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ
Комментариев нет:
Отправить комментарий