воскресенье, 9 октября 2011 г.

ღიმილის საერთაშორისო დღე, გაღიმებული სახეები და "ვოიაჟი" კახეთში


       მოკლედ, ახლახან გავიგე, რომ  7 ოქტომბერი თურმე ღიმილის საერთაშორისო დღე ყოფილა, რომელსაც მსოფლიოში 1999 წლიდან აღნიშნავენ, შესაბამისად 7 ოქტომბრის დილა  გამგეობის წინ  ღიმილიანი და ბედნიერი სახეებით დაიწყო, ისმოდა კითხვები თუ ვინ წავიდოდა თბილისში, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შეხვედრაზე, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა ხობიდან მიმავალ მოხალისეეებს გამგეობიდაბ არც თუ ისე მცირე შემადგენლობის  ჯგუფი შეუერთდა. გზა ცოტა ექსტრემალურ სიტუაციაში გავიარეთ, რადგან  ქუთაისში შექმნილი უმნიშვნელო  დაბრკოლების გამო ჩასწრების საკითხი იდგა დღის წესრიგში, თუმცა ლექსო რა ლექსოა, თუ საქმეს რომელსაც ის ხელს მოკიდებს  ზედმიწევნით არ შეასრულა.
          ასე იყო თუ ისე,  პროფესიონალი მძღოლების  და ჩვენი ყველგანმავალი საშვის წყალობით დანიშნულ ობიექტამდე მშვიდობით მივედით, თუმცა ამ ფაქტიდან მხოლოდ ირაკლის მიერ მობილური ტელეფონით  გადაღებული ფოტო შემიძლია  წარმოვადგინო, რადგან მოედანზე აკრძალული იყო ფოტო-აპარატის შეტანა. 
თავისუფლების მოედანი
  შეხვედრა, სადაც საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ, საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პოლიტიკური განცხადებებისა და  შეფასებისთვის ეს გვერდი ნამდვილად არ გამოგვადგება.

      რაც შეეხება გაგრძელებას, ე.ი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფკავშირების წყალობით, (თავმჯდომარე დინა ჯანჯღავა) რომელიც წლის განმავლობაში  თავიანთი საჯარო მოხელეებისთვის არ იშურებს სიურპრიზებს ექსკურსიისა და სხვადასხვა საღამოების სახით, წელსაც მოგვცა შესაძლებლობა მოგვეწყო ე.წ. „კახური ვოიაჟი“.
შესაბამისად, თბილისში გემრიელად მოლხენისა და გართობის შემდეგ პირველად გეზი ღამის 11 საათზე  განახლეული სიღნაღისკენ ავიღეთ, რომელიც კახეთის სახედ შეიძლება ჩაითვალოს. სიმართლე გითხრათ კახეთში არა ერთხელ ვყოფილვარ და ბევრი რამ მინახავს, მაგრამ სიღნაღის სილამაზემ აღმაფრთოვანა,  რეაბილიტაციის დროს თითქოს ყველა დეტალი გათვალესო, წუნი ვერაფერს ვერ დავუდევი, მოკლედ ძალიან მომეწონა. 

        როგორც იქნა ღამის 2 საათზე მივედით დანიშნულების ადგილზე,  ეს იყო  გამგეობის შენობა, სადაც კოლეგა, სიღნაღის ფინანსური და საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  ქალბატონი მაია გველოდა (გვარი არ მახსოვს).  სწორედ ქალბატონი მაია და მისი ოჯახი აღმოჩნდა ჩვენი მასპინძელი.
ჩვენი სახლი ხათუნას ფონზე:)
ხედი ჩვენი აივნიდან
ასევე
        სახლში მისულებს ერთი სული გვქონდა როდის დავიძინებდით, თუმცა ზოგს ოთახში შემონათებულმა შუქმა დაუფრთხო ძილი, ზოგს კიდევ მისაღებ ოთახში ჩვენი „ფხიზელი“ ბიჭების ფუსფუსმა. როგორც დილის ბჭობიდან გაირკვა,  ყველაზე გემრიელად მხოლოდ  მე და სალომეს გვეძინა:) 
       
     ასე იყო თუ ისე, გათენდა კახური დილაც, დილის საუზმისა და მასპინძლის მიერ მომზადებული კახური მაჭარის დაგემოვნების შემდეგ ჯგუფი კახეთის სხვა ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად  დაიძრა. 
  პირველი იყო ბოდბე, სადაც  ტაძარი და წმ. ნინოს საფლავი მოვილოცეთ.

წმ. ნინოს წყარო
       შემდეგი გაჩერება წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი აღმოჩნდა, სადაც ხათუნამ  იქაური  დაცვის სამსახურის უფროსი საერთო ნაცნობების მეშვეობით გაიცნო და ცნობილი კახური სტუმარ-მასპინძლობით პატივის უმაღლეს მწვერვალზე აღმოვჩნდით, რადგან მუზეუმის, ხეივანისა და სხვა უამრავი საინტერესო ადგილების დათვალიერების შემდეგ 2007 წლის ღვინო „წინანდალის“ დაგემოვნების საშუალებაც მოგვეცა, რაც დამეთანხმეთ ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა.
ესეც ჩვენი მასპინძელი
ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ეს ერთადერთი კადრია, რომელიც მუზეუმიდან მოვიპარე:)
2007 წლის ღვინო  "წინანდალი"
გაუმაააააააააარ...
  ყოველივე ამის შემდეგ, სტუმარ-მასპინძლობითა და პატივისცემით აღფრთოვანებულებს მასპინძელმა გზა გრემისკენ დაგვილოცა.
    მიუხედავად კახეთში ბევრჯერ ყოფნისა, გრემი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ვერესდროს ვერ მოვახერხე ასვლა, ამიტომ ეს ვოიაჟი კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო აღმოჩნდა ჩეთვის.
    გრემის ტაძარი აგებულია 1565 წელს. მონასტრის განლაგებამ და ადგილმდებარეობამ  საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა თითოეულ ჩვენთანაგზე. 
გრემი
       ეს იყო უკანასკნელი რაც კახეთში ვიხილეთ, რადგან დღე იწურებოდა და დაბრუნების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ არ შემიძლია არ ვისაუბრო ყურძნის ყიდვისა და ჩამოტანის მეტად კურიოზული სიტუაციის შესახებ. 
       მოკლედ მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყურძნის ყიდვა ბოლოსთვის შემოვინახეთ. დადგა „ბოლოს“  ჯერიც, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ყურძენი არსად ჩანდა. მიუხედავად იმ სასაცილო ფაქტისა, რომ კახეთში ყურძენი ვერ ვიყიდეთ, რას ვიზამდით, ამ ფაქტისგან ცხვიჩამოშვებულებმა, მაგრამ ამ  დღეებში მიღებული სხვა დადებითი ემოციებისგან დამუხტულებმა და ნასიამოვნებმა გზა ცეკვა-თამაშსა და მხიარულებში გავიარეთ, თუმცა იმ იმედით, რომ თბილისში მაინც ვიყიდდით. სწორედ ამ დროს გზაზე ყურძნით დატვირთული „მარშუტკა“  გამოჩნდა, რომლის გაჩერებისთვის ლამის  ხელ-ფეხის მოშვერიება დაგვჭირდა. ერთდროულად ჩაცვენილი მგზავრების ხილვისას  მძღოლმა გაოცება ვერ დამალა, თუმცა ჩვენი გაჭირვების მოყოლის შემდეგ, რაჭისთვის გამზადებული ყურძნის ნაწილი ჩვენ გვიწილადა. შეიძლება ითქვას, ეს იყო მოულოდნელი სიხარული.
ნანატრი ყურძენი
        სწორედ ამ სიხარულით დავადექით გზას მცხეთის „სალობიეში“, სადაც მოხდა სასიამოვნოდ  გატარებული დროის შეჯამება. როგორც აღმოჩნდა ყველანი ზე-კმაყოფილები ვიყავით ამ ორი ულამაზესი დღით. შეისვა იმ ადამიანების სადღეგრძელო ვისაც უნდოდათ, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, იყო მადლობები ამ იდეის მხარდამჭერებისა და განმხორციელებლების მიმართ  და ა.შ.
          მხიარული განწყობა ასევე მხიარულად ხობისკენ მიმავალ გზაზე გამოგვყვა  და   ეს დღეც დასრულდა... 

          ახლა როცა ამ ყველაფერს ვწერ, მინდა  მოგონებაზე ვთქვა ორი სიტყვა, მოგონებაზე, რომელიც ან ტკბილია და მისი გახსენებისას სულს მალამოდ ედება, ან კიდევ მწარე და მწველი. ჩვენს მეხსიერებას კი ამ დღეებით კიდევ ერთი ტკბილი მოგონება შეემატა, რომლის გახსენებაც მუდამ კარგ განწყობაზე დააყენებს თითოეულ ჩვენთაგანს.

суббота, 24 сентября 2011 г.

ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი "სიმღერა სამეგრელოზე" დასრულდა


მოკლედ, დიდი ხანია 21-ე საუკუნის კალამი ხელში არ დამიჭერია, ანუ კომპიუტერის კლავიატურასთან საწერად არ დავმჯდარვარ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჩემს გარშემო იმდენი კარგი რამ მოხდა, რომ არ შემეძლო ეს თქვენთვის არ გამეზიარებინა..,
პირველ რიგში რაც ახლო წარსულში ყველაზე განსაკუთრებულ ემოციად მახსენდება ეს არის  ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“, რომელიც  მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას წყალობით შეიძლება ითქვას უკვე ათეული წელია ხობის სავიზიტო ბარათად იქცა.
 
თავს არ შეგაწყენთ ფესტივალის დაფუძნებისა და მისი მიზნების შესახებ საუბრით, რადგან ყველასთვის ცნობილია ამ საშვილიშვილო საქმის შესახებ, ეს იქნება ხობის მატიანეს ყველაზე ლამაზი გვერდი და ნათელი წერტილი.
დავიწყებ მზადების პროცესით... ეს ყველაზე აზარტული და სასიამოვნოდ დამღლელი საქმეა. ხობი თითქოს ახალი სიცოცხლის მოლოდინშია.
მუშაობა დღისით და თქვენ წარმოიდგინეთ ღამის 1-2 საათამდეც კი, რას ვიზამთ, ასეც ხდებაJ 
გათენდა 16 სექტემბერი, ქუჩებში დილიდანვე იგრნობოდა ამაღლებული განწყობა, რაც ფესტივალს მთელი 3 დღე თან ახლავს, ადამიანები ემოციებს ვერ მალავდნენ, დიდი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინი სტუმრების მიმართ, რომელთა  რეგისტრაციაც დილიდანვე დაიწყო... პარალელურად მიმდინარეობდა ჟურნალიტების აკრედიტაცია, რომელსაც თქვენი მონა-მორჩილი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის  პრეს-ცენტრის წარმომადგენელი მე( სალომე ქაჯაია) , თამთა ბუკია და უფროსი როზეტა შულაია უძღვებოდა.
თამთა, როზეტა  და სალომე
16 სექტემბერი. ფესტივალის ოფიციალური გახსნა, რომელიც პროგამით იყო გათვალისწინეული 18 სააათზე სტუმრების წითელ ხალიჩაზე გავლით დაიწყო.
ხობი
კულტურის სახლის მისაღებში მისულ საზოგადოებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია სპეციალური ყუთები, რომელშიც ფესტივალზე მისულ მაყურებელს შეეძლო საკუთარი შთაბეჭდილება, ემოცია და მომავალი წლისათვის სურვილი გაეზიარებინა.
შთაბეჭდილების ყუთი
ღონისძიებაზე  ადგილობრივი ცეკვისა და ხალხური სიმღერის  ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, რომელმაც სტუმრებზე  სასიამოვნო შთაბეჭდიელება დატოვა.
ქალთა გუნდი
ანსამბლი "კოლხეთი"
ანსამბლი "კოლხეთი" და ნინო გოთოშია


საღამოს კულმინაცია ხობის საპატიო მოქალაქეების დასახელება იყო, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ წარუდგინა

ხობის საპატიო მოქალაქეები: მარინა მიქაძე, ანზორ ერქომაიშვილი,ვახტანგ როდონაია, ემირ ბურჯანაძე,სერგო კენჭაძე, გომარ სიხარულიძე, თემურ ბოჯგუა და გოდერძი ბუკია



 ფესტივალის სტუმრებსა და ადგილობრივ  მოსახლეობას მიესალმა და სიტყვით მიმართა   ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.

 17 სექტემბერი. ხობში დილიდან მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები სიმღერაში, ჭიდაობაში, ცეკვასა თუ სხვა სახეობებში.   მოეწყო საფესტივალოდ გამოცემული საიუბილეო მასალების პრეზენტაცია.  ძუკუ ლოლუას სახელობის მეგრული სიმღერების  მუზეუმში ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტ და მუსიკათმცოდნეთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია.
მეგრული სიმღერების პატრიარქად წოდებული ძუკუ ლოლუას სახელობის მეგრული სიმღერების მუზეუმი
        20 საათზე ხეთის თეატრონში  ანსამბლ „გორდელას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის წამყვანებადაც ლია მიქაძე და თამაზ ნათაძე მოგვევლინნენ.
     ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელმა, ბელორუსმა, აზერბაიჯანელმა, რუსმა და სომეხმა მომღერლებმა მიიღეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო უცხოელი მომღერლების მიერ უაქცენტოდ შესრულებული მეგრული სიმღერები, რომლებმაც მაყურებელზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ფესტივალიც ხომ სწორედ ამ საქმეს ემსახურება.
უმშვენიერესი ფიქრია მამფორია ნანა დაუშვილის სიმღერით "მაფშალია"

სომეხი მომღერალი ევა რივასი
ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთა ერთად  შეუერთდნენ.


ღონისძიების შემდეგ მასპინძელმა სტუმრების გაოცება პაპანწყვირეს ტბაზე, ულამაზესი ბუნების ქვეშ  გაშლილი მეგრული სუფრით შეძლო.

18 სექტემბერი - ფესტივალის ბოლო დღე. ხობის ცენტრალურ სტადიონზე  ქართული ფეხბურთის ლეგენდების ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ასევე ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილუ უძღვებოდა. ღონისძიებას ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად უამრავი მაყურებელი ესწრებოდა.
        20 საათზე კი  ფესტივალის დახურვის გრანდიოზული გალა-კონცერტი დაიწყო, რომელზეც წარმოდგენილი იყო სპეციალურად ფესტივალისათვის შექმნილი მეგრული სიმღერები ქართველი თუ საერთაშორისო მომღერლების შესრულებით. დამაგვირგვინებელი ნაწილი იყო საფინალო სიმღერა „ხობი“, რომელიც ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ დამფუძნებელმა  და სულისჩამდგმელმა გოდერძი ბუკიამ მომღერლებთან ერთად უზარმაზარი ფეიერვერკის ფონზე  შეასრულა.
 
            ფესტივალი და ის სიტუაცია, რითაც ხობი ფეტივალიდან ფესტივალამდე ცხოვრობს 2 წლით გემშვიდობებათ, შევხვდებით მომავალ 2013 წელს და წარმოგიდგენთ პროგრამას - „მზიური და მზიურელები“.

                       მომავალ შეხვედრამდე...
 




понедельник, 12 сентября 2011 г.

ხობელი მანუჩარ ცხადაია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა


2011 წელს სტამბოლში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრმა,  ხობელმა მანუჩარ ცხადაია, რომელიც 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ხუთი მეტოქე დაამარცხა და ფინალში ირანელ საეიდ მორამ აბდვალს დაუპირისპირდა. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო კიდევ ერთხელ ასახელა და უკვე მეორედ, ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა, რითაც კლასიკოსთა გუნდიდან პირველმა მოიპოვა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ხობელ ფალავანს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს  2012 წელს ოლიმპიური მწვერვალების დაპყრობას.


გაზეთი "ხობის მოამბე"

понедельник, 6 июня 2011 г.

აუხდენელ "ოცნებათა" კვალდაკვალ


იყო და არა იყო რა:) მოკლედ, როგორც ვიცით გრძელდება სახელმწიფო პროგრამა „პატრიოტი“, რომელიც საზაფხულო პატრიოტულ ბანაკებში მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურ დასვენებასა და გაცვლითი პროგრამების, ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს. ბანაკი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს, პროექტი რამდენიმე ნაკადად ხორციელდება და თითოეული ჯგუფი ბანაკში 10 დღეს დაყოფს. დღეს 6 ივნისს კი ჩვენმა ჯგუფმა    გეზი ამჯერად ანაკლიის ბანაკისკენ აიღო.
 ხობის მუნიციპალიტეტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ პატრიოტთა პირველი ნაკადი გაიწვია, მოსწავლე–ახალგაზრდები წასვლამდე მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ, რომელიც  დაინტერესდა თითოეული წარგზავნილის მიღწევებით, მისწრაფებებით და პატრიოტთა ბანაკში კარგ დასვენებასთან ერთად, ინტელექტუალური შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენა უსურვა მათ. ,,თქვენ ანაკლიის ბანაკში უნდა გამოავლინოთ ყველა ის ღირებულება, რაზედაც აქ, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. შეიძინოთ ახალი მეგობრები. შეიქმნათ ახალი შთაბეჭდილებები, რომელსაც ალბათ ჩამოსვლისას გაგვიზიარებთ.’’ –აღნიშნა გამგებელმა. ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი მადლიერება იმ ყურადღებისათვის, რასაც მათ მიმართ იჩენს ხელისუფლება.
გამგებელი– იგორ ტყებუჩავა  პატრიოტელებთან ერთად
ჯგუფი ხობიდან დაახლოებით 14:15 წუთზე  გავიდა, გზაზე ახალგაზრდებმა იმდენად  იხალისეს და გაერთნენ, რომ მანძილი ობიექტამდე არც გვიგრძვნია.  ამასობაში  გამოჩნდა  ბანაკიც, მაგრამ მხოლოდ გამოჩნდა:) რადგან წინ დაბრკოლება დაგვხვდა, ანუ სილაში ჩარჩენილი ე.წ.  „კამაზი“, რომლის ამოყვანა მხოლოდ გარკვეული ძალების დახმარების შედეგად მოხერხდა
       შემდეგი ვიყავით ჩვენ, მაგრამ  უცებ გამოჩნდა პატრიოტთა ახალი ჯგუფი, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს ჩვენზე ადრე მისულიყვნენ აღნიშნულ ობიექტამდე, თუმცა ნათქვამია „წინ წასული მელაოოო...“(აღარ გავაგრძელებ) უკან არ ჩამორჩენილან, მაგრამ აღმოჩნდა , რომ ისინიც ჩაიხერგნენ:)
 






          გარკვეული პროცესების შემდეგ, შედეგმაც არ დააყოვნა და როგორც იქნა გადავიდნენ. 
         ჯერი ჩვენზე დადგა, მანამდე კი ჩვენი ავტო–მძღოლი ძალიან დიდი მონდომებით ცდილობდა გადასასვლელი ბარიერის საკუთარი შესაძლებლობებით გასწორებას:)
 
        ასე იყო თუ ისე,   ჩვენდა სასიხარულოდ დაუბრკოლებლად გადავედით და ემოციაც შესაბამისი იყო
          როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე და უნდა ვაღიარო, რომ საოცარი  შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იქაურმა გარემომ, წესრიგმა, აქტიური ცხოვრების რითმმა, იქ  ყველამ ზედმიწევნით იცის საკუთარი საქმე და საერთოდ, მეც მომინდა მანდ დარჩენა, მაგრამ:(



ბუნგალო

სამზარეულო
ლიდერებთან თათბირი
მიუხედავად ამ სინანულისა, თავს არ მივეცით მოწყენის უფლება რამდენიმე წუთით მაინც და  აი:)
"ვირუჯებით"

:)




ეს ის ნეტარი გამოხედვაა, ძალიან რომ გინდა და არ გამოდის:)
 აი ასე დასრულდა ეს დღეც...