четверг, 26 мая 2011 г.

26 მაისი ხობში

ხობის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობოდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა ხელისუფლებისა და საზოგადოების  სხვა წარმომადგენლებთან  ერთად 9 აპრილის სკვერში  შეიკრიბა, სადაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას შემოუერთდა საერო სკოლა „არეას“ (დირექტორი– ბეტა რუსია)მოსწავლეები, რომლებმაც პატრიოტულ ნოტებზე აჟღერებული სიმღერა და ლექსები წარმოადგინეს.
9 აპრილის მემორიალი






9 აპრილის მემორიალი
ამის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა  8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაინაცვლა, სადაც ამავე სკოლის  მოსწავლეებმა იმ პერიოდის მძიმე წუთები გაგვახსენეს და შესრულებული ნომრით დაუვიწყარი შთაბეჭდიელება მოახდინეს დამსწრე საზოგადოებაზე.

 

 
შემდეგი ღონისძიება, რაც ანონსით იყო გათვალისწინებული, ეს იყო ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის გამგეობის  ორგანიზებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი რაიონული საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს  სოფელ ძველი ხიბულისა და ხამისქურის გუნდები დაუპირისპირდნენ.  მატჩი ხამისქურის გამარჯვებით,ანგარიშით 2:0 დასრულდა.
І, ІІ  და ІІІ ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამარჯვება  მიულოცა და გამგეობის მიერ დაწესებული თასები და სიგელები   პირადად გადასცა.
გამარჯვებული – ხამისქურის გუნდი
ძველი ხიბულა
და ბოლოს, ხობის კულტურის სახლში გამართული  კლასიკური  მუსიკის  კონცერტი, რომელსაც წინ უსწრებდა ხობის პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეების მიერ თექის მასალით დამზადებული ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა,  რომელიც   გამგეობის კულტურის  სამსახურისა და  მუნიციპალიტეტის  კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.




ყველაზე მნიშნელოვანი და დასამახსოვრებელი, რაც დღევანდელ დღეს უკავშირდება ეს არის, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას მიერ კონცერტზე გაჟღერებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით  კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიას - დაერქმევა  ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანი’’,   მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ხეივანს - 26 მაისის ხეივანი, ხოლო დღეს არსებული სტალინისა და ბერიას ქუჩების სახელწოდებები შეიცვლება და დაერქვმევა სამაჩაბლოსა და  აფხაზეთის ქუჩები. „ ეს  კიდევ ერთი სიმბოლური  შეხამება  იქნება   საქართველოს ისტორიასთან, ამიერიდან  ცოტნე დადიანის ქუჩა, 26 მაისის ხეივანი,  აფხაზეთისა და  სამაჩაბლოს ქუჩა ნებისმიერ ხობელს და მის სტუმრებს  მიიყვანს   ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოედანთან’’ – განაცხადა გამგებელმა.

четверг, 19 мая 2011 г.

„მხიარული სტარტების“ ფარგლებში მიმდინარეობს დოკუმეტური ფილმის გადაღება




პოპულარული პროექტის ,,მხიარული სტარტების’’ საორგანიზაციო ჯგუფი Qქვეყნის მასშტაბით ამზადებს  დოკუმენტურ ფილმს, სადაც  ქრონოლოგიურად იქნება ასახული  ხობში ჩატარებული თამაშები  და  ღირშესანიშნობები.  
 მათ გადაიღეს ხობის  ისტორიული და  კულტურული ძეგლები: მუზეუმები,  ასევე დაათვალიერეს  მშენებარე სამონასტრო კომპლექსი, სადაც    გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების  წარმომადგენლებთან ერთად   მეგზურობას უწევდნენ პროექტში მონაწილე   საჯარო სკოლის მოსწავლეები., რომლებმაც   შეითავსეს  პატარა ჟურნალისტების როლი  და მათ მიერ მომზადებული კითხვებით წარსდგნენ  მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
 სტუმრებმა გამოთქვეს მადლობა  ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისა და იმ თბილი გარემოსათვის , რომელიც ხობში დახვდათ.
 მუნიციპალიტეტის გამგებელმა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წარმატებები, ხოლო  საუკეთესოებს - ღირსეული გამარჯვება და  მონაწილეებს-  ლამაზად დამარცხების უნარი უსურვა.





понедельник, 16 мая 2011 г.

ნორჩი მოჭიდავეები მედლებით დაჯილდოვდნენ


13 მაისს  ხაშურში 1997-1998 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის   ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ნიკოლოზ ხვედელიძეს  სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა. არასამეწარმეო–არაკომერციული იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლიდან 8 ნორჩმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და წარმატებით იასპარეზა.
29 კგ წონით კატერიაში I ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ,  II ადგილზე კი მამუკა ჯოჯუა გავიდა.
35-59 წონით კატეგორიაში  III  ადგილი შოთა და ნიკა იოსავებმა დაიკავეს.
გამარჯვებულები  მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ